Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათში მდებარე ყველაზე დიდი მღვიმის-კაკასხიდის მღვიმის ისტორია

თარიღი : 16-02-2017, 11:10 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ამჯერად ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე კაკასხიდის მღვიმის შესახებ გიამბობთ.

კაკასხიდის მღვიმე (კოორდინატები: N42058’25’’; E42055’12’’) მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკასხიდის სამხრეთით, მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მეტრზე (მდინარე ხანისწყლის დონიდან 185 მეტრია შეფარდებითი სიმაღლე) იხსნება კლდოვან ქანებში. მღვიმის მიმართულებით გრუნტის გზიდან შერეულ ტყეში მიემართება საფეხმავლო ბილიკი, რომლის სიგრძე 150 მეტრია. კაკასხიდის მღვიმის ადვილად გავლადი მონაკვეთის სიგრძე არის 41 მეტრი, სიგანე 3,5 მ. მაქსიმალური სიმაღლე 5 მ., მღვიმე ძირითადად მშრალია, ჰაერის ტემპერატურა შეადგენდა +7C0. მღვიმე გამომუშავებულია ნგრეულ ქანებში, აქამდე სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ტერიტორიაზე მღვიმის არსებობის არსებობის შესახებ მასალები არ მოიძებნებოდა. მოსალოდნელია მომავალში მდინარე ხანისწყლის ხეობაში კვლავ დაფიქსირდეს საინტერესო ბუნებრივი წარმონაქმნები, რაც ამ მხარეში ტურიზმის განვითარების ხელსაყრელ გარემოს შექმნის. კაკასხიდთან მდინარე ხანისწყალს უერთდება ქერშავეთი, რომელსაც სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2245 მ სიმაღლეზე. მარცხენა მხრიდან ერთვის მდინარე ხანისწყალს. სიგრძე 20 კმ, აუზის ფართობი 107 კვ.კმ. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 3,1 მ³/წმ.
https://i.imgsafe.org/550cf089f6.jpg
კაკას ხიდი რქმევია მიუვალ კლდეზე აშენებულ ციხესაც. მღვიმის მახლობლად მდინარე ხანისწყალზე დღემდე ფუნქციონირებს საფრანგეთში XIX საუკუნეში გუსტავო ეიფელის ქარხანაში ჩამოსხმული რკინის საავტომობილო ხიდი, რომელიც ,,ზეკრის ხეობას“ აკავშირებს ბაღდათის სოფლებთან. აქ ხიდი მანამდეც ყოფილა და მისი სახელწოდება „კაკასხიდი“ ბევრად უფრო ძველია. საკმაოდ ხშირად მოიხსენიება შუა საუკუნეების ქართულ ისტორიულ წყაროებში, ამ ხიდზე გადიოდა გზა იმერეთიდან ახალციხის მიმართულებით. ,,კაკასხიდის“ სახელთანაა დაკავშირებული იდიომის -„კაკასხიდი გაიარა“ წარმოშობა, რასაც ნიშნავდა „უკვალოდ დაკარგვას“. 1579 წლიდან, როცა ახალციხის საფაშო დაარსდა ოსმალეთი უშუალოდ დაუმეზობლდა იმერეთის სამეფოს იმერეთში მოტაცებული და ნაყიდი ტყვეების დიდი ნაწილი, ზეკრის ხეობის გავლით გადაჰყავდათ თურქებს ახალციხეში. თუ ქვემო იმერეთში მოტაცებულ ტყვეს მდევარი ციხემდე, ანუ კაკას ხიდამდე მიეწეოდა, კიდევ იმედი უნდა ჰქონოდა მისი დაბრუნებისა, მაგრამ თუ ტყვე კაკას ხიდს გასცდებოდა, მისი გადარჩენის იმედი გადაწურული იყო. კაკას ხიდის გავლა ნიშნავდა ასავალ-დასავალის დაკარგვას, უკან ვეღარ დაბრუნებას. „კაკას ხიდი გაიარაო“, შინაარსით ეს იგივეა, რაც კახური „ჩაილურის წყალი დალია“.



ნანახია: 9456-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი მღვიმიეს, მღვიმეს ექსპედიციის წევრების გადაწყვეტილებით ეწოდა კაკასხიდის მღვიმე.
ესაძლოა კარსტული მღვიმის ფარდული გამოყენებული ყოფილიყო პრეისტორიულ პერიოდში ადამიანის თავშესაფრად.
რუბრიკა 'ჩემი იმერეთი' ამჯერად ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საინტერესო ობიექტის შესახებ გიამბობთ.
მღვიმე, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველაზე გრძელი მღვიმის სახელით არის ცნობილი, ხარაგაულის სოფელ ამაშუკეთის მიდამოებში,
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან

ამინდი