Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ახალი ბიბლიოთეკის ასაშენებლად ქალაქის ცენტრში ადგილს ეძებენ

თარიღი : 15-02-2017, 19:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ახალი ბიბლიოთეკის ასაშენებლად ქალაქის ცენტრში ადგილს ეძებენ. ამის შესახებ ქუთაისის ი.ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ნარგიზა ჩოგოვაძემ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

ჩოგოვაძის თქმით, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა მისი შენობის რეაბილიტაციას გეგმავდა, სარემონტო სამუშაოებისთვის თანხის მოძიებაზე ქუთისის მერიამ იზრუნა, თუმცა სამუშაოების დაწყებამდე შენობისათვის ექსპერტიზის ჩატარება გახდა საჭირო.
http://i.imgsafe.org/478462b48d.jpg
ლ.სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით კი დადგინდა,რომ შენობის სიძველის გამო, სრულის რემონტის უსაფრთხოდ ჩატარება კოლოსარულ თანხებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც რეაბილიტაციასთან დაკავშირებული გეგმები გადაიდო.
http://i.imgsafe.org/478c2d55fe.jpg
http://i.imgsafe.org/4786adf941.jpg
„საუბარი იყო, თუ რა სჯობს- დაიხარჯოს ფინანსები ამ შენობაზე, რომლის ფართი ძალიან მცირეა, თუ ვიზრუნოთ იმაზე, რომ აშენდეს ახალი, თანამედროვე ბიბლიოთეკა, სადაც სრულყოფილად იქნება განთავსებული ყველა ის განყოფილება, რაც სჭირდება ჩვენს ბიბლიოთეკას. ქუთაისის მერია არ წყვეტს საჯარო ბიბლიოთეკის ბედზე ზრუნვას. რეგულარულად მიმდინარეობს შესაფერისი ადგილის მოძიება ახალი ბიბლიოთეკისთვის. ვთვლი, რომ საჯარო ბიბლიოთეკა აუცილებლად ქალაქის ცენტრში უნდა მდებარეობდეს, ამიტომ დიდი დრო იხარჯება ახალი ტერიტორიის მოძებნაზე,“ - აცხადებს ჩოგოვაძე.

მარიამ კვერნაძე


ნანახია: 2093-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება საჯარო ბიბლიოთეკისათვის ადგილის შეცვლაზე ფიქრობს.
ბიბლიოთეკის შენობა, რომელიც 140 წელს ითვლის, ავარიულია.
ნარგიზა ჩოგოვაძე აღნიშნული შპს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განაგრძობს მუშაობას.
წაქაძე ჩოგოვაძის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ კომენტარს არ აკეთებს
ქუთაისის მერმა ახალ ხელმძღვანელთან ერთად თანამშრომლებს ბიბლიოთეკის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი პოზიტიური

ამინდი