Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თარიღი : 15-02-2017, 19:20 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქალაქის საკრებულოს დეპუტატის, ლაშა გვენეტაძის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.

ადვოკატ გიორგი დვალიშვილის თქმით, საჩივარში ის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლის თანახმად ლაშა გვენეტაძეს, დეპუტატის ძმასა და მათ მეგობარს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

საქმე დეპუტატის მამის საფლავის ძარცვის ფაქტს ეხება. საქმის მასალების მიხედვით, ლაშა გვენეტაძემ და მასთან ერთად დაკავებულებმა საფლავის ძარცვაში ბრალდებული სცემეს.

როგორც ცნობილია, დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. ადვოკატი გიორგი დვალიშვილი თვლის, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლო იყო.
„უამრავი მიზეზი დავასახელე, რის გამოც ბიჭებისთვის გამოძიების დასრულებამდე პატიმრობა არ უნდა შეეფარდებინათ. დაკავებულები თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და მათ არ უცდიათ მიმალვა,“- ამბობს ადვოკატი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 30 მარტს დაიწყება.


ნანახია: 1199-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლაშა გვენეტაძეს, დეპუტატის ძმასა და მათ მეგობარს გამოძიება პირისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება, რაც 7 წლიდან 10
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი დავით წიტაიშვილი ამავე საკრებულოს წევრის, ლაშა გვენეტაძის დაკავების ფაქტს საკრებულოს სხდომაზე
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქალაქის საკრებულოს დეპუტატ ლაშა გვენეტაძისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილის გადაწყვეტილებით, ხონის გამგებელ ზურაბ ჯიბუხაისა და მის მოადგილეს
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი საკრებულოს წევრის, ლაშა გვენეტაძისათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ორთვიანი
ორი მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, არც ერთი გარემოვაჭრე არ რჩება შეთავაზების გარეშე. მისივე თქმით, ყველა მათგანს ალტერნატიულ სამუშაო ფართს
აქციის მონაწილეების თქმით, გარევაჭრობა მათთვის ერთადერთი საარსებო საშუალებაა, ამიტომ მოითხოვენ ადგილის გამოყოფას, სადაც ვაჭრობას შეძლებენ.

ამინდი