Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქართული ტრადიციები' მოქალაქეებს საფლავების დასუფთავებას 60 ლარად სთავაზობს

თარიღი : 14-02-2017, 19:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
შპს „ქართული ტრადიციები 2011“ მოქალაქეებს 60 ლარად სასაფლაოების დასუფთავებას სთავაზობს.

კომპანიის დირექტორის მოადგილის გოჩა მარგველაშვილის განცხადებით, ახალი სერვისი ძალაში მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შევა.

„ადრე იყვნენ კერძო პირები, რომლებიც პირდებოდნენ მოქალაქეებს, რომ მათ საკუთრებაში არსებულ სასაფლაოებს დაასუფთავებდნენ, თუმცა შემდეგ დასუფთავება არვ ხდებოდა, რაზეც მოქალაქეები უკმაყოფილებას ჩვენთან გამოთქვამდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამგვარი სერვისი დაგვენერგა. 60 ლარად წელიწადში მოქალაქეთა საფლავების დასუფთავება მოხდება,“ - ამბობს გოჩა მარგველაშვილი.

როგორც შპს „ქართულ ტრადიციებ 2011“-ში აცხადებენ, ორგანიზაცია დამატებით გეგმავს დამლაგებლებისა და მათი ზედამხედველების აყვანას.

„ამ დროისათვის 70-მდე ხელშეკრულებაა გაფორმებული. მოქალაქეთა დაინტერესება არის. ახალ სერვისს ახალი სამუშაო ადგილებიც მოყვება,“ - ამბობს გოჩა მარგველაშვილი.
ცნობისთვის, შპს „ქართული ტრადიციების“ დაქვემდებარებაში 13 სასაფლაოა.


ნანახია: 3031-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საფიჩხიის სასაფლაო ქალაქში ერთ-ერთი უძველესი და დიდ ფართობზე არსებული სასაფლაოა.
საპილოტე პროექტი ასევე ითვალისწინებს სასაფლაოთა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

ამინდი