Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კალაძე: 'სამტრედიაში 10 000 კაცზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა იგეგმება'

თარიღი : 14-02-2017, 12:13 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და მოქმედმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მეშვეობით მოქალაქეების კითხვებს უპასუხა.

კალაძის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მისთვის კითხვების დასმა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ნაკრების ყოფილ კაპიტანს ასეთი კითხვა დაუსვა: "აშენდება თუ არა სამტრედიაში სპორტის სასახლე, რამეთუ თქვენ ეს პროგრამაში შედიოდა?".

"ჩვენს პროგრამაში რაც შედიოდა, ცხადია, უკლებლივ ყველაფერი შესრულდება, უბრალოდ ეს ერთ დღეში ვერ მოხდება, მაგრამ დაპირებებს ჰაერზე არ ვიძლევით.

სპორტის ჯანსაღი ცხოვრების განვითარება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ასე რომ მოვითმინოთ. ვიკითხავ, რა მდგომარეობაშია სპორტის სასახლის მშენებლობასთან დაკავშირებით პროექტი.

ასევე მინდა გითხრათ, რომ სამტრედიაში იგეგმება ძალიან კარგი, თანამედროვე, 10 000 კაცზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. კიდევ ერთხელ მსურს ვისარგებლო შემთხვევით და "სამტრედიას" მივულოცო ჩემპიონობა და წარმატებები ვუსურვო ევროტურნირებზე", - განაცხადა კალაძემ.

sportall.ge


ნანახია: 1705-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციის მიხედვით, ახალმა, 5 000 კაცზე გათვლილმა სპორტის სასახლემ 2017 წელს ახალგაზრდებს შორის
კახა კალაძის ინიციატივით საშობაო კონცერტები სამტრედიაში ტრადიციად იქცა.
სამტრედიაში მცხოვრებ ოჯახს კახა კალაძემ საჩუქარი გაუკეთა.
კახა კალაძის ინიციატივით საშობაო კონცერტები სამტრედიაში ტრადიციად იქცა.
როგორც იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე Topnews.com.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, სპორტის სასახლე 3000-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს.

ამინდი