'ნებისმიერ დროს 30-მდე ოჯახი შესაძლოა მიწამ ჩაგვყლაპოს,'-საშიში დასახლება ქუთაისში

ქუთაისში, გორას დასახლებაში მცხოვრები 30-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს.
მცოცავი მიწა იოანე პეტრიწის ქუჩაზე მცხოვრებლებს საცხოვრებელი სახლის დანგრევით ემუქრება. გორას დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემა წლებია აწუხებს. კასტრული მღვიმე, რომელიც რამდენიმე ოჯახის ეზოში არსებობს, წლიდან წლამდე იზრდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მცოცავი ნიადაგის გამო, მათი სახლები სისტემატიურად იბზარება.
"ღამე დაძინების მეშინია, დილით გავიღვიძებთ თუ არა არ ვიცი. ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ ათობით სახლი მცოცავმა მიწამ წაიღოს. დანევროზებული ვცხოვრობთ ხალხი, იქნებ ვინმე დაგვეხმაროს. მერიიდან ბევრჯერ მოვიდნენ, გადაუღეს ფოტოები და წავიდნენ, არავინ არაფრის გამკეთებელი მანდ არ არის,"- განაცხადა ზაურ გორდაძემ.
პრობლემის შესახებ საქმის კურსში არიან ქუთაისის მერიაშიც, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე აცხადებს, რომ 2017 წლის ბოლოს აღნიშნულ დასახლებაში საკანალიზაციო ქსელის მოწყობა იგეგმება, რის შემდეგაც პრობლემის აღმოფხვრა მოხდება.