საქართველოს სუპერთასისთვის ერთმანეთს სამტრედიის 'სამტრედია' და ქუთაისის 'ტორპედო' დაუპირისპირდებიან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სუპერთასის მატჩი 26 თებერვალს მარტვილში გაიმართება. მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ქვეყნის სუპერთასის ტიტულის მფლობელისთვის საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" და ქვეყნის თასის მფლობელი ქუთაისის "ტორპედო" იბრძოლებენ.
სუპერთასი მარტვილში არასოდეს ჩატარებულა. ფედერაციას სურს, რაც შეიძლება გაზარდოს მნიშვნელოვანი მატჩების გეოგრაფია, თანაც, მარტვილი ახლოსაა სამტრედიასთანაც და ქუთაისთანაც.
არც “სამტრედიას” და არც “ტორპედოს” სუპერთასი აქამდე არასდროს მოუგია.