Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არ იყო 14-ში ეული, იყავი გადარეული,'-მეწყვილის გარეშე მყოფ ახალგაზრდებს დაუვიწყარ ვალენტინობას ჰპირდებიან

თარიღი : 12-02-2017, 22:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"არ იყო 14-ში ეული, იყავი გადარეული," - ასეთია იმ ღონისძიების სახელწოდება, რომელიც 14 თებერვალს, ვალენტინობას ქუთაისში, ჩაის სახლ "ფოე-ფოე"-ში გაიმართება. ღონისძიება იმ ახალგაზრდებს ეძღვნებათ, რომლებიც მეგობარი გოგონას თუ ბიჭის გარეშე იმყოფებიან.

ჩაის სახლის მენეჯერის ნათია მკერვალიშვილის განცხადებით, ღონისძიების მიზანია, რომ ახალგაზრდებმა, რომელთაც მეწყვილე არ ჰყავთ, ვალენტინობა სასიამოვნო გარემოში გაატარონ.
http://i.imgsafe.org/0ab1ab59e1.jpg
"14 თებერვალს ჩვენთან მოსულ ყველა ახალგაზრდას ვთავაზობთ საინტერესო თამაშებს, ფილმებს, რომელიც არ იქნება სიყვარულზე და არ იქნება დრამატული. გვექნება ვიქტორინები და გვეყოლება გამარჯვებულები. ვალენტინობის დღესასწაულისათვის ჩაის სახლში შევცვალეთ ჩაის სახელები. მაგალითად: "გადატეხე კუპიდონის ისარი", "მარტო უკეთესია", "ყოფილის ცრემლები" და სხვა. ღონისძიება "ფოე-ფოე"-ში მოსული ყველა ახალგაზრდისთვის საერთო იქნება და მეწყვილის გარეშე დარჩენილ ახალგაზრდებს საუკეთესო საღამო ელოდებათ," - ამბობს ნათია მკერვალიშვილი.

ვალენტინობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღამო ჩაის სახლში 19:00 საათზე დაიწყება.


ნანახია: 2576-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვალენტინობის დღესასწაულთან მიძღვნილი საღამო ჩაის სახლში 19:00 საათზე დაიწყება.
დაკავებული არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მძარცველებმა ჩაის სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა და დეკორაციის ნაწილი წაიღეს.
ჩაის სახლში „ფოე-ფოე“ ერთი პროფესიის მქონე მოაზროვნეების გუნდები ყოველ შაბათს საღამოს 20:00 საათზე იპაექრებენ.
ქალაქის პოლიციის მეორე განყოფილებამ, რომელიც ჩაის სახლის ქურდობის ფაქტს იძიებს, დაკარგული ნივთები-ველოსიპედი და ორი ლეპტოპი
ამ დროისათვის მიმდინარეობს ჩაის პლანტაციის გაწმენდა და გასხვლა. დროებით დასაქმებულია 10 ადამიანი.