Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მუნიციპალურმა ავტობუსებმა მუშაობა ჭიათურა-საჩხერის მიმართულებითაც დაიწყო

თარიღი : 10-02-2017, 19:37 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზურაბ კუპატაძის გადაწყვეტილებით, ჭიათურაში სამი მუნიციპალური სამარშუტო ხაზი დაინიშნა. თხელიძის ქუჩიდან ქალაქის ცენტრალური ქუჩის გავლით ტრანსპორტი გიორგაძის, საჩხერის გზატკეცილისა და ჭავჭავაძის ქუჩის მაცხოვრებლებს მოემსახურება. ახალი სამარშუტო ტაქსები მგზავრების გადაყვანას 20 თეთრად უზრუნველყოფენ.

7 თებერვლიდან მუნიციპალურმა ავტობუსებმა მუშაობა ჭიათურა-საჩხერის მიმართულებითაც დაიწყო. ამ მიმართულებით მგზავრობის ღირებულება 50 თეთრს შეადგენს.

ჭიათურაში დამატებითი მუნიციპალური ტრანსპორტის დასანიშნად ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურ მუშაობას აგრძელებს. საუბარია ფანცულაიას, პატარიძისა და სოფრომაძის ქუჩის მიმართულებით ქალაქის ცენტრიდან სამარშუტო ხაზების დანიშვნაზე.

NS


ნანახია: 1515-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე გიორგაძის, საჩხერის გზატკეცილის 5,7,9
2017 წლის იანვრის თვიდან მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა ხარაგაული-ბაზალეთი-ქროლის მიმართულებით, რომელიც აღნიშნულ სოფლებში
#42 სამარშუტო ხაზს ექსპლოატაციას შპს „ავტოტრანსკორპორაცია“ გაუწევს.
ქუთაისში გაფიცულმა ტრანსპორტის მძღოლებმა მუშაობა განაგრძეს. მათ ქუთაისის ვიცე-მერი კოტე ლომიძე შეხვდა, რომელმაც მძღოლებს
ქუთაისში ტრანსპორტის მძღოლები ისევ გაიფიცნენ. #5 და #20 საქალაქო ხაზებზე მომუშავე მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლებმა

ამინდი