Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში მდებარე დიდღვაბუნას ტბა რუბრიკაში 'ჩემი იმერეთი'

თარიღი : 10-02-2017, 16:11 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ამჯერად ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე დიდღვაბუნას ტბის შესახებ გიამბობთ.

ტბა მდებარეობს სოფელ ხიდის ჩრდილოეთით, მდინარე დიდღვაბუნას აუზში, ზღვის დონიდან 430 მეტრზე. სოფელ ხიდიდან ტბისკენ მიემართება ქვიანი საავტოომობილო. სოფლიდან ტბამდე მანძილი 4 კმ-ია. დიდღვაბუნას კარსტული წარმოშობის ტბაში ჩაედინება რამდენიმე ნაკადი, ხოლო ტბიდან გამოედინება ერთი ნაკადი. ტბა ჩრდილეოთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია დაახლოებით 150 მეტრზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ შედარებით მცირე მანძილზე. დიდღვაბუნას ტბაში ჩაედინება რამდენიმე ნაკადი, ხოლო დიდღვაბუნას ტბიდან გაედინება მდინარე დიდღვაბუნის ღელე, რომლის მთლიანი სიგრძე 3 კილომეტრია. მდინარეს აქვს ერთი მარცხენა შენაკადი, ხოლო მის მარჯვენა მხარეს აუზში გაედინება 4 მარჯვენა შენაკადი. ის მდინარე ცხენისწყალს მარჯვენა მხარეს უერთება სოფელ ხიდთან ზღვის დონიდან 195 მეტრზე.
http://i.imgsafe.org/dae9803305.jpg
დიდღვაბუნის ტბის მიმდებარე ტერიტორია ლამაზია წლის ნებისმიერ დროს, ხოლო განსაკუთრებით ლამაზი ხედებია შემოდგომაზე ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში. დიდღვაბუნის ტბის მახლობლად ერთი საუკუნის წინ სოფელი მდებარეობდა, რამდენიმე კომლით და მუდმივი მოსახლეობით. XX-ე საუკუნეში აქედან მოსახლეობა გადაასახლეს მესხეთში და სოფელი დაცარიელდა. დღეისათვის დიდღვაბუნადან გადასახლებული მოსახლეობა ადიგენის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, ხოლო რამდენიმე ადამიანს საცხოვრებელი მუდმივად დიღვაბუნას ტბის ჩრდილოეთით აქვს. ტბის ჩრდილო-დასავლეთით არის ნასოფლარი ჟუშკი. დიდღვაბუნის ტბისკენ მიმავალ გზაზე ცხინისწყლის შესართავში მდებარეობს ადრეფეოდალური ხანის სიმაგრე. დიდღვაბუნას დიდი ციხე აკონტროლებდა ცხენისწყლის ხეობაში გამავალ ლეჩხუმიდან ბარში მიმავალ გზას.

დიდღვაბუნის ტბის ჩრდილოეთით, ასხის მასივის სამხრეთ დაბოლოებაზე არის ერთ-ერთი გამორჩეული კარსტული ქვაბული თურჩუ-გამოსადივარი, სადაც მდინარე გამოსადივარი მღვიმიდან გამოედინება და რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, ისევ მიწისქვეშეთში ჩაედინება. აქ არსებული მღვიმეები ერთმანეთთან დაკავშირებულია გვირაბების რთული სისტემით და მათი სავარაუდო სიგრძე 15 კილომეტრს აღწევს.

ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ისტორიული კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილია. დაბა ხონის წარმოშობა და განვითარება დაკავშირებულია ამ ტერიტორიაზე გამავალ სავაჭრო–საქარავნო გზებთან. დღემდე შემორჩენილია "ბუმბუას ხიდის" ბურჯი მდინარე ცხენისწყალზე. აქ ძველი წელთაღრიცხვით 65 წელს რომაელ სარდალს პომპეუსს გაუვლია და აუგია ასაწევი ხიდი. შემორჩენილია კიდევ რამდენიმე ნახიდარიც. გნეუს პომპეუს მაგნუსი (ძვ.წ.106- ძვ.წ.48) იყო რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე, მდიდარი და გავლენიანი პატრიუციუსი. პირველი ტრიუმვირატის წევრი. ამავე სოფელში შემორჩენილია ობუჯის წმინდა გიორგის საყდარის ნანგრევები, რომლის დანგრევა მურვან ყრუს ლაშქრობისას უნდა მომხდარიყო. XIX ს. 60-იან წლებში, გორდს ეწვია რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II. მან გამოგზავნა რკინის ხიდი, რომელიც სოფელს ემსახურა 1985 წლამდე.


ნანახია: 6837-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
რუბრიკა 'ჩემი იმერეთი' ამჯერად ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საინტერესო ობიექტის შესახებ გიამბობთ.
სოფლის ტერიტორიაზე არის XIX საუკუნეში რესტავრირებული წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკური ტიპის ტაძარი, ტაძარს აქვს გალავანი
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,

ამინდი