Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელ ჭოგნარში ნაგავსაყრელის ასაშენებლად ტერიტორია გაინაღმა

თარიღი : 9-02-2017, 20:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის სოფელ ჭოგნარის ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ოქტომბრიდან დაიწყება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განუცხადეს.
ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის სოფელ ჭოგნარში ის ტერიტორიაა შერჩეული, სადაც ადრე სამხედრო პოლიგონი იყო განთავსებული. როგორც კომპანიაში ამბობენ, პოლიგონის განაღმულ ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები უკვე დასრულდა.
„ამჯერად გარემოზე ზემოქმედების შეფასების გეგმას ველოდებით აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით. მოსახლეობა წინააღმდეგია, რადგან არასწორი ინფორმაცია აქვთ. ვცდილობთ მათთვის აზრის შეცვლას. იქ შენდება თანამედროვე, ევროპული ტიპის ნაგავსაყრელი და ეს არ იქნება ნაგავსაყრელი, რომლის სუნიც შეაწუხებს მოსახლეობას,“ - აცხადებენ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში.
სოფელ ჭოგნარში მოწყობილი ნაგავსაყრელი, იმერეთის რეგიონის გარდა, ლეჩხუმისა და სვანეთის მოსახლეობასაც მოემსახურება.


ნანახია: 2197-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება.
ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადებად 2014-2017 წლებია განსაზღვრული.
ადგილობრივებს 'ახალი საქართველოს' წარმომადგენლები შეუერთდნენ.
იმერეთის რეგიონის გარდა, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას მოემსახურება.

ამინდი