Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'შეცდომა მაშინ დავუშვი, როცა თავიდანვე არ ვუთხარი, რომ ნაშვილები მყავდა,'- ქუთაისში სახლიდან გაუჩინარებულ 15 წლის გოგონას ეძებენ

topnews.com.ge
"ჩემი შვილი ძალიან გულღია და ყველას მიმდობია, მეშინია, რომ დამოუკიდებლობის ძებნაში ვიღაც ისეთს გადაეყარა, რომელმაც რაღაც ცუდი გაუკეთა, არ ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი - როგორი საქმეა, შვილი ასეთ დღეში გეგულებოდეს? როგორ უნდა იცოცხლო ადამიანმა?"

ქუთაისელი გელა გოლეთიანისა და ნანული მეგრელის 15 წლის ქალიშვილი, მარი გოლეთიანი 2016 წლის 8 ნოემბერს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. ერთადერთი შვილის გაუჩინარების შემდეგ ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაშია. მათ რამდენჯერმე მიმართეს შესაბამის ორგანოებს შვილის მოძებნაში დასახმარებლად, თუმცა, ამაოდ. სასოწარკვეთაში ჩავარდნილი გოგონას დედ-მამა საზოგადოებისაგან ელის დახმარებას, - შესაძლოა, ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ მათი გოგონას მხილველები გამოჩნდნენ და ამას გოგონას გამოჩენაც მოჰყვეს.

ოჯახური ტრაგედიის შესახებ, მარი გოლეთიანის სასოწარკვეთილი დედა, ცრემლების გარეშე ვერ საუბრობს:

ნანული მეგრელი:

- ლაპარაკი ძალიან მიმძიმს, მაგრამ ყველაფერი უნდა ვცადო შვილის საპოვნელად... ერთადრთი შვილი ისე გავზარდეთ, რომ გვერდიდან არ მოვშორებივარ, ემოციური ბავშვი იყო, პატარას ღამე ოთახში მარტოს შესვლისაც კი ეშინოდა, ამიტომ ერთი ღამეც კი არ დავრჩენილვარ ნათესავებთან, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ჩემს შვილთან გამოვრბოდი.

მარისთვის მადლობას ვეუბნები უფალს, - მე და ჩემს მეუღლეს 13 წელიწადი შვილი არ გვყავდა და მარის არსებობა რომ შევიტყვეთ და ვიშვილეთ, უბედნიერესები ვიყავით. მით უფრო, რომ ახალგაზრდები ვიყავით და მისი გაზრდა არ გვიჭირდა. ბოლოს ჩემი მეუღლე თურქეთშიც კი დადიოდა რომ ბავშვისთვის არაფერი დაგვეკლო, განათლება მიგვეცა.

თუმცა ალბათ შეცდომა მაშინ დავუშვი, როცა თავიდანვე არ ვუთხარი, რომ ნაშვილები მყავდა. არადა, სულ იმის დარდში ვიყავი, მეთქვა თუ არა მისთვის ეს ამბავი. სხვამ დამასწრო... 2 წლის წინ ამხანაგებმა უთხრეს, ნაშვილები ხარო და ატირებული მოვიდა სახლში, ეს მართალიაო?
აი, მაშინ დაიწყო ყველაფერი, - ბავშვმა ძალიან განიცადა და მერე და მერე ძალიან დიდი ცვლილებები დაეტყო. ყველა ჩემს სიტყვას და დარიგებას ისხლეტდა, არაფრის დაჯერება და გაგონება არ უნდოდა; თითქოს უცხო ვიყავი, იმდენად არ მიწევდა ანგარიშს, სულ გარეთ და თავისზე უფროს ამხანაგებთან მიიწევდა, შინ მოსვლას აგვიანებდა და ჩემს ნერვიულობას არაფრად აგდებდა...

რამდენჯერმე სახლშიც არ მოვიდა ღამე, მითხრა, - თავი დამანებე, ამხანაგთან ვრჩებიო, ისე, რომ წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყვნენ ეს ამხანაგები... მე კი ამასობაში ჩემი დამემართა, ლამის ჭკუიდან შემშალა იმ ფიქრებმა, რომ ასეთი საქციელი ჩემს გოგონას კარგს არაფერს მოუტანდა; ამიტომ უფრო გავმკაცრდი, მაგრამ ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ მის მომავალზე ფიქრი მაშინებდა. მაინც ვერაფერს გავხდი...

მაინც წავიდა სახლიდან. მაგრამ განა მარტო იმიტომ ვარ ასე გაუბედურებული და გამწარებული, რომ წავიდა, თუ მეცოდინებოდა, რომ ისეთ ადგილზე იქნებოდა, სადაც მის სიცოცხლეს არაფერი დაემუქრებოდა, მაშინ ბედს შევეგუებოდი; მაგრამ ასე არ მგონია, - ჩემი შვილი ძალიან გულღია და ყველას მიმდობია, მეშინია, რომ დამოუკიდებლობის ძებნაში ვიღაც ისეთს გადაეყარა, რომელმაც რაღაც ცუდი გაუკეთა, არ ვიცი, ცოცხალია თუ მკვდარი - როგორი საქმეა, შვილი ასეთ დღეში გეგულებოდეს? როგორ უნდა იცოცხლო ადამიანმა?

- ასე რატომ ფიქრობთ, თუ თვითონ წავიდა სახლიდან, იქნებ ცუდად არ არის, ან ისეთ ადგილზეა, სადაც თვითონ უნდოდა.
- არა მგონია. მიუხედავად იმისა, ჩემმა შვილმა ეს გააკეთა, მას კარგად ვიცნობ და ვერასოდეს ვიტყვი, რომ მას არ ვუყვარვართ მე და მამამისი. იმასაც ძალიან კარგად ვხვდები, რომ ძალიან რთულ ასაკშია და სწორედ ახლა უთხრეს, მაგ ხალხის შვილი არ ხარ, ნაშვილები ხარო... მე მარის ისეთი განათლება მივეცი, როცა დამშვიდდება, არ დაიკარგება... ეს გამოადგება ფეხზე დასადგომად, - ძალიან ნიჭიერი და მუსიკალურია, ფანდურზე ისე კარგად უკრავს, ოლიმპიადებშიც კი მონაწილეობდა. გარდა ამისა, ტექნიკურ საგნებზე მასწვლებლებიც ავუყვანე რომ ესწავლა.

- რაც სახლიდან გავიდა, აღარ დაგკავშირებიათ?
- მხოლოდ ერთადერთხელ. ნოემბრის ბოლოს მესიჯი მოგვივიდა, მივხვდი, რომ რაღაც ცუდი გავაკეთე და სახლში აუცილებლად დავბრუნდებიო. ნოემბრის ბოლოდან კი უკვე ორი თვე გავიდა, ჩემი შვილი არ ჩანს. ამიტომაც მგონია, რომ რაღაც საშინელება მოხდა.

ამ ცოტა ხნის წინ, ჩემი დაბადების დღე იყო და იმედი მქონდა, გამოჩნდებოდა, მაგრამ...
მირჩიეთ, რა ვქნა, დამეხმარეთ, რომ ჩემი ამბავი ხალხმა გაიგოს და თუ სადმე ჩემს შვილს ნახავენ, უთხრან როგორ ელოდება დედ-მამა.
ოღონდაც არავინ არაფერი ავნოს, სადაც უნდა, იქ იყოს, მთავარია მე და მამამისმა ვიცოდეთ, რომ ცოცხლია და კარგად არის!

შსს-ს ინფორმაციით, 15 წლის მარი გოლეთიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

kvirispalitra.ge


ნანახია: 5497-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'მეუღლეს, რომელიც უზომოდ მიყვარდა, 14 წლის წინ ეჭვიანობის გამო დავშორდი. ერთ დღეს გამოვუცხადე, სამუდამოდ მივდივარ-მეთქი და წავედი
სალომე დუნდუამ დილის ათ საათზე დედამთილს ორი წლის შვილი გადასცა და "მარშრუტკაში" ჩაჯდა - სამტრედიის ცენტრში ჩავირბენ, მამაჩემს
ისეთმა კაცმა მომიტაცა, რომელიც არც კი მესიმპათიურებოდა, თანაც ჩემზე იძალადა... უსიყვარულოდ, უცხო გარემოში ცხოვრება
რძალი სახლიდან რამდენიმე წუთით გავიდა და ის რამდენიმე დღე გაუჩინარდა, ამიტომ დააბრუნებს თუ არა ოჯახში მისი ვაჟი მეუღლეს, ჯერ
ტყიბულის მიმდებარე ტყის მასივში, 1974 წელს დაბადებული მაია კირკიტაძე-ჯიხვაშვილი ახლობლებმა მოკლული იპოვეს. სამართლადამცავებმა
მოხუცის ქალის მტკიცებით, მისი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები ქუთაისში ცხოვრობენ, ის კი ზესტაფონში, მხოლოდ იმ მიზეზით

ამინდი