Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რით ემუქრება პატრიოტი გოჩა თევდორაძე ქუთაისის მაჟორიტარს?

თარიღი : 21-08-2013, 12:04 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის წინ არსასამთავრობო სექტორის მიერ გამართული გამაფრთხილებელი აქციის დასრულების შემდეგ, ერთმანეთს „პატრიოტების“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გელა გაბადაძე დაუპირისპირდნენ. გოჩა თევდორაძემ გელა გაბადაძეს განუცხადა, რომ მის წინააღმდეგ ხალხი გამოჰყავდა, რის გამოც თევდორაძე გაბადაძე ქუთაისის მერიიდან მაჟორიტარის მიყვანილი კადრების გაყრით დაემუქრა. „ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად გუბაზმა ვინც შემოიყვანა, ყველას უკან გავყრი. ჩემი ნებაა,“ - განუცხადა გაბადაძეს თევდორაძემ. „პატრიოიტების“ ხელმძღვანელის აღნიშნულმა განცხადებამ გუბაზ სანიკიძის ბიუროს უფროსის გაღიზიანება გამოიწვია, რის გამოც თევდორაძესა და გაბადაძეს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობოებმა მერიის წინ გამართული აქციით ქუთაისის მერიასა და საკრებულოს გაფრთხილება მისცეს. ისინი იმასაც ამბობენ, რომ ქუთაისში ძალაუფლება „პატრიოტებმა“ და „მეოცნებეებმა“ გადაინაწილეს.


ნანახია: 3295-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ თანამდებობაზე გელა გაბადაძე ამირან ვაშაკიძემ შეცვალა.
„პატრიოტების“ ლიდერის განცხადებით, მას არც ერთ ხელისუფლებაში მფარველი არ ჰყოლია.
პარტია“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოჩა თევდორაძემ ბრიფინგი გამართა.
საინიციატივო ჯგუფის „მოქალაქეობრივი პოზიციის“ წევრებმა დღეს, ქალაქის მერიის წინ გამართულ აქციაზე გოჩა თევდორაძის მიერ ქალაქის
იმერეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს გოჩა თევდორაძეს ქუთაისელები დაუპირისპირდნენ.

ამინდი