Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საწვავი კიდევ 7 თეთრით გაძვირდა

თარიღი : 7-02-2017, 18:09 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე დღეს საწვავი კიდევ გაძვირდა. ამჯერად ფასები დაახლოებით, 5-7 თეთრით არის გაზრდილი.

დღევანდელი მონაცემებით, 5-7 თეთრით გაძვირდა საწვავი „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებზე. კერძოდ, „სუპერის“ მარკის ბენზინის ფასი 2.44 ლარიდან 2.49 ლარამდე გაიზარდა, „რეგულარის“ ფასმა 5 თებერვლის შემდეგ 7 თეთრით მოიმატა და 2.16 ლარი შეადგინა; „პრემიუმის“ მარკის ბენზინი 2.29 ლარიდან 2.36 ლარამდე გაძვირდა; ასევე 7 თეთრით გაძვირდა „ევრო რეგულარი“, რომლის ფასმა დღეს 2.21 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება დიზელს, „ევრო დიზელი“ დღეს 2.27 ლარი ღირს, როცა 5 თებერვლის მდგომარეობით მისი ფასი 2.20 ლარი იყო; „დიზელის“ ფასი კი 2.02 ლარიდან 2.09 ლარამდე გაიზარდა.

28 იანვრის შემდეგ ბენზინის ფასმა 5-7 თეთრით მოიმატა „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებზეც, დიზელის ფასი კი უცვლელია. კერძოდ, დღეის მდგომარეობით, „ეკო სუპერის“ მარკის ბენზინი 2.44 ლარიდან 2.49 ლარამდე გაძვირდა. „ეკო პრემიუმის ფასმა კი 2.29 ლარიდან 2.36 ლარამდე მოიმატა; 7 თეთრით – 2.16 ლარამდე გაძვირდა „ევრო რეგულარი“.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით, ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის გაძვირება 2017 წლის 1 იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება.

მისივე თქმით, მომატებული აქციზის გადასახადის ტარიფის საცალო ქსელში ასახვა საშუალოდ 20-25 თეთრის ფარგლებში უნდა მოხდეს. ხოლო რომელი ოპერატორი კომპანია როდის ან რამდენით გაზრდის ფასებს – უშუალოდ კომპანიების გადასაწყვეტია.

2017 წლის 1 იანვრიდან ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე საწვავის ფასმა რამდენჯერმე მოიმატა. კერძოდ, ამ პერიოდში ფასთა ცვლილება დაახლოებით, 11-25 თეთრი იყო. გასული წლის 15 ოქტომბრის შემდეგ კი საწვავი დაახლოებით 40-დან 60 თეთრამდე გაძვირდა.


ნანახია: 1542-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბენზინისა და დიზელის ფასმა თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე, დაახლოებით 4-6 თეთრით მოიმატა.
არასამათავრობო ორგანიზაცია 'ჯანდაცვის პლატფორმა' ბავშვის აფთიაქში შემავალი მედიკამენტების სიისა და ფასის შესწავლის შემდეგ
საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება და ლარის კურსი თუ იმავე დონეზე დარჩა.

ამინდი