Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ყვება ოჯახი წყალტუბოს სოფელში გაუჩინარებული მოხუცის შესახებ?

თარიღი : 7-02-2017, 11:32 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს სოფელ ქვიტირში ორი კვირაა 72 წლის მამაკაცს ეძებენ. ვლადიმერ ჯავახაძე 22 იანვარს გაუჩინარდა და მას შემდეგ ოჯახს მოხუცის შესახებ არავითარი ინფორმაცია აქვს.
გაუჩინარებული მოხუცის შვილი ყვება, რომ ვლადიმერ ჯავახაძე ღამე არსად რჩებოდა. ოჯახისთვის გაურკვეველია სად შეიძლება იმყოფებოდეს მოხუცებული.

„გაურკვევლობაში ვართ. რომ ვიფიქროთ, ვინმე თავს დაესხა და გაძარცვა-თქო, ასე არ იქნება, რადგან პენსია, რომელიც იანვრის თვეში აიღო, სახლში უდევს ხელუხლებელი. იმ დღეს მეზობელთან იყო, გარდაცვლილი მეზობლის მესამე დღე იყო. იქიდან წამოსულა და ბოლოს ჩვენს სახლთან ახლოს, ჩიხთან ნახეს. მთელი სოფელი ეძებს, ყველა ადგილი მოიარეს. ყოველდღე 30-40 კაცი დადის, მაგრამ ვერსად ვპოულობთ. 6 თებერვალს ერთი წელი გახდა დედაჩემის გარდაცვალებიდან. არ ვიცით სად უნდა იყოს და საერთოდ, ცოცხალია თუ არა. ჯანმრთელობის მდგომარეობაც ნორმალური ჰქონდა და რა უნდა დამართოდა?,“ - ამბობს ლეილა ჯავახაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გაუჩინარებული მოხუცის საპოვნელად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.


ნანახია: 2177-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მამაკაცი 24 მაისს, საღამოს 20:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა.
ოჯახი უყურადღებობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადანაშაულებს.
მოხუცის ცხედარი მეზობლებმა რამდენიმე დღის შემდეგ სახლში ნახეს.
ვალოდია ჯავახაძე 2017 წლის 22 იანვარს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. 6-თვიანი ძებნის შემდეგ, ტყეში ადამიანის
როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, გვიან ღამით, მოხუცის მომვლელმა მათ დაუძახა და უთხრა, რომ ქალბატონი გარდაცვლილი იპოვა.

ამინდი