საჩხერის სოფელში სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
თარიღი : 5-02-2017, 15:42 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების სპეციალისტებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია სასარგებლო წიაღისეულის (კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის) უკანონო მოპოვებას სამთო მინაკუთვნის კონტურს გარეთ ახდენდა.
უკანონოდ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის საერთო ოდენობამ 5717.42 მ3 შეადგინა, ხოლო გარემოზე მიყენებული ზიანი 5917, 42 ლარით განისაზღვრა.
საქმე, შემდგომი შესწავლის მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.