Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მშვილდი +', - კოოპერატივი, რომელიც ვაზის სანერგე ჯიშების გამოყვანითაა დაკავებული

topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას - ,,დამზადებულია იმერეთში", რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების სოფლებსა და ქალაქებში არსებული ბიზნეს, სამეწარმეო და სამრეწველო საქმიანობების პოპულარიზაცია წარმოადგენს. რუბრიკის ფარგლებში საუბარი ბაზარზე არსებულ უხარისხო პროდუქტსაც შეეხება.

რუბრიკის მორიგი სტუმარია ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე კოოპერატივ ,,მშვილდი +"- ის თავმჯდომარე რობერტ მშვილდაძე.

,,მშვილდი +" ვაზის სანერგე ჯიშების გამოყვანითაა დაკავებული. რობერტ მშვილდაძის თქმით, მათი კოპერატივის ერთ-ერთი უხუცესი წევრი წლების განმავლობაში ამ საქმიანობით იყო დაკავებული. როგორც რობერტ მშვილდაძემ საინფორმაციო სააგენტო TOPNews.com.ge-ს განუცხადა, გაერთიანდნენ იმ სურვილით, რომ ახალგაზრდებსაც შეესწავლათ ეს პროცესები და სამომავლოდ, ბიზნესსაქმიანობადაც გამოეყენებინათ.

“დღეს 11 ადამიანი ვართ გაერთიანებული, რომლებსაც კოოპერატივის შექმნამდე, ფერმერთა კავშირში ერთობლივი მუშაობის 4-5 წლიანი გამოცდილება გვქონდა. რაც შეეხება ,,მშვილდი +"-ს, 2015 წელს დაარსდა,"-განაცხადა რობერტ მშვილდაძემ.

,,მშვილდი +"- ის წევრებს გამოყავთ ვაზის ნერგები და ახდენენ მათ რეალიზაციას.
http://i.imgsafe.org/5d6a4146b6.jpg
,,ძირითადად გამოგვყავს 3-4 სახეობის ჯიში- ციცქა, კრახუნა, ოცანურის საფერავი და ცოლიკაური, რომელზეცაა ძირითადი მოთხოვნა ბაზარზე. თუმცა, შეკვეთის მიხედვით ნებისმიერი სახეობა შეგვიძლია გამოვიყვანოთ,"-განაცხადა რობერტ მშვილდაძემ.

კოოპერატივ ,,მშვილდი +" -ის თავმჯდომარის თქმით, ისინი ძირითადად ინდივიდულაურ შეკვეთებზე მუშაობენ.

,,კლიენტები ადგილზევე მოდიან ნერგების შესაძენად. ბაზარზეც გაგვაქვს, თუმცა იქ ნაკლებად ენდობა ხალხი და ამიტომ არ იყიდება. ერთი ძირი ვაზის ღირებულება 3 ლარია, თუმცა კონკურენციის პირობებში შესაძლებელია დაკლებაც,"-განაცხადა მშვილდაძემ.

მისივე თქმით, შეკვეთები ძირითადად დასავლეთ საქართველოს მაცხოვრებლებისგან აქვთ.

„შეკვეთები ძირითადად იმერეთის რეგიონიდან გვაქვს. გვქონია 1 500 ძირიანი შეკვეთაც და უფრო ნაკლებიც. გარდა ამისა, მოსახლეობას ახალ მომსახურებას ვთავაზობთ- არა მარტო ნერგების გამოყვანას, არამედ გაშენებასაც. შარშან გვქონდა მცირე რაოდენობის ნერგებზე, მაგრამ 4 მსგავსი ტიპის შეკვეთა,"-განაცხადა ,,მშვილდი +" -ის თავმჯდომარემ.

ვაზის ნერგების გაშენების გარდა, ,,მშვილდი +" -ის დამფუძნებლებს ინოვაციური გეგმებიც აქვთ.

,,ჩვენს სამომავლო გეგმებში ვაზის ნერგების ახალი ტექნოლოგიებით გამოყვანა შედის, რაც სათბურში გამოყვანას გულისხმობს. ჩვენს მიერ დარგული ნერგი დამკვეთს 2 წელიწადში ბარდება გაშენებული, ამ ტექნოლოგიის საშუალებით უკვე დარგვისთანავე, იმ წელსვე იქნება შესაძლებელი ნაყოფის მიღება და გაშენებული ვაზის ჩაბარებაც,"-განაცხადა რობერტ მშვილდაძემ.

მისივე თქმით, კოოპერატივში დასაქმებულია 11 აადამიანი და პერიოდულად ამატებენ რამდენიმე ადამიანს. რაც შეეხება უნიკალური ან მივიწყებული ქართული ვაზის ჯიშების გამოყვანას, მისივე თქმით, ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თუ ბაზარზე შესაბამისი მოთხოვნა არ იქნება, ალბათ, გაუჭირდებათ.

როგორც რობერტ მშვილდაძემ საინფორმაციო სააგენტო TOPNews.com.ge-ს განუცხადა- ,, არ არსებობს ჯარისკაცი, გენერლობაზე რომ არ ოცნებობდესო", რაც ნიშნავს იმას, რომ საქმესაც ამ პრონციპით უდგებიან. თუ ნერგის გამოყვანის ახალი ტექნოლოგია ამუშავეს, მაშინ გაფართოვებაზეც იფიქრებენ.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 1853-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას -'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
ყველის საწარმო ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ფუნქციონირებს.
რუბრკის მორიგი სტუმარია თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარე 'მეღვინეობა საზანოს' დირექტორი გივი ჩუბინიძე.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას-'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას - 'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
სოფელ ძევრში არსებული პარკეტის საწარმო რუბრიკაში 'დამზადებულია იმერეთში'.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონობა აღინიშნება.
იმერეთში მცხოვრები 59 932 ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

ამინდი