Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საქართველოს ბუნების 100 საოცრება',-გიორგი დვალაშვილის ახალი წიგნი

topnews.com.ge
გამომცემლობა "კლიო"-მ თსუ-ს ასისტენტ-პროფესორის, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის გიორგი დვალაშვილის ავტორობით, სერიით „საქართველოს საგანძური“ ახალი წიგნი „საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ გამოსცა. უკვე გამოსულია „საქართველოს 100 კურორტი“ და „საქართველოს 100 მუზეუმი“.

ახალ წიგნში აღწერილია საქართველოს ბუნების 100 ღირსშესანიშნავი ძეგლი. ზოგი მათგანი კარგადაა ცნობილი, ზოგი შედარებით ნაკლებად. ობიექტები წარმოდგენილია რეგიონების მიხედვით, რა თქმა უნდა წიგნში ოკუპირებული რეგიონების ბუნების ძეგლებიცაა შეტანილი.
http://i.imgsafe.org/5b3b74d05e.jpg
იმერეთის რეგიონიდან ავტორმა წიგნში 13 ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ობიექტი შეიტანა, იმერეთის ბუნების საოცრებები წარმოდგენილია წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან: წყალტუბოს მღვიმეები და სათაფლია; ხონის მუნიციალიტეტიდან: ოკაცე და კინჩხა; ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან: ცუცხვათის მღვიმოვანი და მუხურას ჩანჩქერი, თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან: წყალწითელას ხეობა; ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან: საირმის სვეტი და ქვასაყდარას კლდოვანი სვეტი, ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან: კაცხის სვეტი, ხრეითის ქვაყუნტა და ძუძუანას მღვიმე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან ნუნისის ხეობა და საჩხერის მუნიციპალიტეტიდან დევის ტბა.

"წიგნში მოთავსებული ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ობიექტები მნიშვნელობითა და უნიკალურობით ტოლს არ უდებენ ერთმანეთს. თითოეული თავისი სილამაზით, განუმეორებლობითა და სრულყოფილებით აოცებს მნახველს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბუნება უბადლო შემოქმედია. ეს წიგნი ერთგვარი გზამკვლევი გახდება როგორც მკითხველთა ფართო წრისთვის, ისე შესაბამისი პროფილის სპეციალისტებისა და ტურისტებისათვის," - ამბობს წიგნის ავტორი გიორგი დვალაშვილი.


ნანახია: 7825-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გიორგი დვალაშვილმა დამსწრე აუდიტორიას წიგნში შესული თითოეული საოცრება წარუდგინა და გააცნო.
წიგნი გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, თსუ-ს ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის მიერ მომზადდა.
წიგნში განხილულია მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები, დახასიათებულია ქალაქი ჭიათურა და უნიკალური გეოგრაფიული პირობებით
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევის ამსახველი ფოტომასალა.

ამინდი