გიორგი შავგულიძე: მზად ვარ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გავხდე
თარიღი : 5-12-2013, 14:45 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის გიორგი შავგულიძის თქმით, თუ კოალიცია“ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება შეთავაზება ის ფრაქციას შეურთდება.
შავგულიძის თქმით, მას „ქართული ოცნებიდან“ შეთავაზება ამ დრომდე არ მიუღია.
„მე ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი, თუმცა თუ „ქართული ოცნება“ ჩათვლის საჭიროდ, რომ მე უნდა ვიყო მათი ფრაქციის წევრი, მე მათ მხარს დავუჭერ და მათი გუნდის წევრი გავხდები,“– ამბობს შავგულიძე.
ცნობისთვის გიორგი შავგულიძე, ქუთაისის საკრებულოში „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ მანდატით შევიდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი მან პარტია დატოვა და ფრაქცია“საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთა, რომელიც პარტიაც მან რამდენიმე დღის წინ დატოვა.