Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘შემოტანილი ქათმის გაყინული პროდუქცია, რომლითაც სავსეა ბაზარი, ფასზე გავლენას ახდენს’- კოოპერატივი ‘საწირე’ რუბრიკაში ‘დამზადებულია იმერეთში’

თარიღი : 3-02-2017, 13:16 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას - ,,დამზადებულია იმერეთში", რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების სოფლებსა და ქალაქებში არსებული ბიზნეს, სამეწარმეო და სამრეწველო საქმიანობების პოპულარიზაცია წარმოადგენს. რუბრიკის ფარგლებში საუბარი ბაზარზე არსებულ უხარისხო პროდუქტსაც შეეხება.

რუბრიკის მორიგი სტუმარია ტყიბულის მუნიციპალიტეტ სოფელ საწირეში მდებარე კოოპერატივ ,,საწირე"-ს დირეტორი გია ცირეკიძე.

კოოპერატივ ,,საწირე"-ში, რომელიც 2014 წელს დაარსდა, ბროილერის ჯიშის ქათმების გამოყვანით არიან დაკავებულები. როგორც კოოპერატივის დირექტორმა გია ცირეკიძემ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს განუცხადა, მათ როგორც სახორცე, ისე შინაური ჯიშის ფრინველები გამოყავთ. აღნიშნული საქმიანობის დაწყების იდეა კი წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე გადაწყვიტეს.

,,ადრე ჩვენს თემში მეფრინველეობის ფაბრიკები იყო და ბავშვობიდან გვქონდა გამოცდილება მსგავსი საქმანობის. ასევე, სამეგობროს გვქონდა მცირე ინკუპატორი, რომლითაც მხოლოდ ჩვენივე ოჯახები ვსარგებლობდით. ყოველივე ამის საფუძველზე, გადავწყვიტეთ გავფართოებულიყავით. დღეს გვაქვს 3 000 კვერცხზე გათვლილი ინკუპატორი და ვემსახურებით ადგილობრი მოსახლეობას,"- განაცხადა გია ცირეკიძემ.

კოოპერატივ ,,საწირე"-ში 10 ადამიანია დასაქმებული.

,,კოოპერატივის შექმნისას მივიღეთ ტრაქტორები, რაც გაერთიანების წევრებს გვაძლევს საშუალებას ჩვენვე დავამუშაოთ ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწის ფართობები ფრინველების გამოსაკვებად საჭირო მარცვლეულის მისაღებად,"-განაცხადა გია ცირეკიძემ.

კოოპერატივ ,,საწირე"-ს დირექტორის თქმით, მათი პროდუქცია, ხარისხიდან გამომდინარე, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნადია.

,,ძირითადად ტყიბულის, ამბროლაურის და ქუთაისის ბაზარზე ვყიდით ჩვენს პროდუქციას. ასევე ვაწვდით რესტორნებსაც, რომლებთანაც ფრინველი ცოცხალ მდგომარეობაში მიგვყავს, პროდუქციის ხარისხში რომ დარწმუნდნენ. გარდა ამისა, შეკვეთებს ვიღებთ ინდივიდუალურადაც, ოჯახებიდან. ჩვენი ტრადიციებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სუფრებისთვის, ურჩევნიათ ოჯახის ფრინველი შეიძინონ და არა გაყინული პროდუქცია,"-განაცხადა გია ცირეკიძემ.
http://i.imgsafe.org/44a6501c14.jpg
მისივე თქმით, ბაზარზე მათი პროდუქციის ფასებიც კონკურენტუნარიანია.

,,რა თქმა უნდა, ფასზე გავლენას ახდენს შემოტანილი, გაყინული პროდუქცია, რომლითაც სავსეა ბაზრები. წელს 7 000 ცალამდე წიწილას გაზრდა მოვახერხეთ. ჩვენი ფასები განსხვავებულია ფრინველის წონიდან გამომდინარე- შესაწვევი წიწილა 5-6 ლარი ღირს, შედარებით მსუქანი 6 ლარიდან იწყება. რაც შეეხება გასაზრდელად წასაყვან ფრინველს, მისი ფასი 3-4 ლარია, ხოლო თუ გამოჩეკილი წიწილას შეძენა სურთ, მისი ფასი 1 ლარია. სურვილის შემთხვევაში ემატება 20 თეთრი, ფრნველის აცრის,"- განაცხადა გია ცირეკიძემ.

მისივე თქმით, აქტიურ მუშაობას კოოპერატივი თებერვლის თვიდან იწყებს, როცა მოსახლეობისგან ინკუპატორში წიწილების გამოყვანაზე იღებენ შეკვეთებს, თუმცა სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, დიდი რაოდენობის მოსახლეობის მომსახურებას ვერ ახერხებენ.

როგორც გია ცირეკიძემ სანფორმაციო საგენტო topnews.com.ge-ს განუცხადა, მათ სამომავლო გეგმებში სადედე მეურნეობის შექმნა შედის, რაც ბროილერის ქათმის კვერცხის ადგილზე გამოყვანას გულისხმობს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კვერხცი თბილისიდან მოაქვთ, რაც ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამავდროულად, პროდუქციასაც უკარგას ხარისხს.
გია ცირეკიძის თქმით, გაფართოების შემთხვევაში, კოოპერატივ ,,საწირე"-ს წევრებმა შესაძლებელია იხვის მომრავლებაც დაიწყონ.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 1804-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას - 'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
ყველის საწარმო ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ფუნქციონირებს.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას 'დამზადებულია იმერეთში'.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას - 'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას-'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
სოფელ ძევრში არსებული პარკეტის საწარმო რუბრიკაში 'დამზადებულია იმერეთში'.
ჩაის მწარმოებელი საწარმოს გახსნაზე ასევე ჩამოსული იყო ინდური მხარე. ჯოუსტინა დუბე კოუდჰარის თქმით, ჩაი ერთადერთი მიმართულება არაა, რა მიმართულებითაც ისინი
ქუთაისის N17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ბაღში სწავლის შეწყვეტის მიზეზი ტერიტორიაზე გველის პოვნა გახდა.
დამოუკიდებლობის დღის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დილიდან სამხედრო ტექნიკა ფალიაშვილის ქუჩაზე გამოიფინა.

ამინდი