Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 9 200 მასწავლებელს გადაამზადებს

თარიღი : 3-02-2017, 12:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, მასწავლებლებისთვის ზოგადპროფესიული უნარების კურსის მეორე მოდულის მიხედვით მასწავლებელთა გადამზადებადაიწყო.

როგორც Topnews.com.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ზოგადპროფესიული უნარების კურსის მეორე მოდული- „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო - სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები"თებერვლის თვეში ჩატარდება და მასში საქართველოს მასშტაბით 9200 მასწავლებელი ჩაერთვება. ტრენინგები 20-ზე მეტ ქალაქში მდებარე პროექტის პარტნიორ სკოლებში გაიმართება.

ამჟამად, ქუთაისის სკოლების 133 მასწავლებელი გადის აღნიშნულ ტრენინგს.

ტრენინგმოდული ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების მიერ მასწავლებელთა საჭიროებაზე დაფუძნებით შემუშავდა.

"აღნიშნული ტრენინგში VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის ის მასწავლებლები ჩაერთვებიან, რომელთაც უკვე გაიარეს ტრენინგი ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველი მოდულის მიხედვით 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში.

ტრენინგი მონაწილეებს სასწავლო მიზნების სწორად განსაზღვრასა და ფორმულირებაში, სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურად დაგეგმვაში და სხვადასხვა სახის განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებისა და სტრატეგიების გამოყენებაში დაეხმარება," - ნათქვამია ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ქუთაისში ღონისძიება N41 საჯარო სკოლაში, 12:00 საათზე გაიმართება.


ნანახია: 1821-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გეოგრაფიის 20 000-მდე მასწავლებლის გადამზადება მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაიწყება და 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მასწავლებელი მუშაობს როგორც საჯარო სკოლაში, ასევე კერძო სკოლაში.
ვანის მუნციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ საკუთარ კაბინეტში ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
კონფერენცია, კონფერენცია, რომელშიც უცხოეთისა და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ,

ამინდი