ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება
თარიღი : 3-02-2017, 12:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც ექსპლუატაციაში სრულად შევა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარიანი ოთხ ზოლიანი ჩქაროსნული გზის, 9 პარალელური ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, 5 საფეხმავლო ხიდის, მიწისქვეშა გასასვლელებისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების მშენებლობა.
ამ დროისთვის, ხიდების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნო.
აღნიშნული მონაკვეთი, ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების ქვეყნის სივრცითი განვითარების უმთავრესი ნაწილია.