Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მარიხუანას მოხმარებაში ბრალდებული სასულიერო პირი გირაოს გადახდას არ აპირებს

თარიღი : 2-02-2017, 18:04 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაში ბრალდებულ სასულიერო პირ გიორგი ჯახუას აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. პროცესი, რომელზეც ჯახუასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავდნენ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.

პროკურატურა ჯახუასთვის სასჯელის სახით 3 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.სასულიერო პირი აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს და არც სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ჯახუას ინტერესებს "გირჩის" იმერეთის ოფისის ადვოკატი იცავს. ადვოკატი ვალერი თევდორაძე ამბობს, რომ სასულიერო პირს არათუ გირაოს თანხის გადახდა, სამკურნალო საშუალებების შეძენაც არ შეუძლია. ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ სასულიერო პირი საქმისათვის ბოლომდე მიყოლას აპირებს, თუნდაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ფასად.

შეგახსენებთ, რომ გიროგი ჯახუას პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანას დათესვა-მოვლა, მოხმარებას ედავება. თავად ჯახუა აცხადებს, რომ მარიხუანას ტკივილებთან გასამკლავებლად იყენებს.

სასულიერო პირის საქმეზე არსებითი განხილვა 2 მარტს დაიწყება.


ნანახია: 1815-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასულიერო პირისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლომ 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.
სასულიერო პირი ქუთაისში სამართალდამცავებს მის საკუთრებაში შეჭრასა და დამცინავ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, მისი ძმის ლევან ბობოხიძის გირაოს თანხას მისი უძრავი ქონების გაყიდვით
უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პიორვნება, რომლის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა, სასულიერო პირი არ არის.
სასულიერო პირი გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ
მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებული ქემოკლიძე საპყრობილეს მას შემედეგ დატოვებს, როცა ოჯახი 4 000 ლარიან

ამინდი