Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის სოფელ მუხურაში, სადაც თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა, მოსახლეობა ვერ გადაადგილდება

თარიღი : 1-02-2017, 23:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულიდან სოფელ მუხურას მოსახლეობას თოვლის გამო, გადაადგილების პრობლემა აქვს.

როგორც იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოფელ მუხურას მიმართულებით საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო და მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.

"არებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 11 კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დასრულდება და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აღარ ექნება. აღნიშნული სამუშაოების დაწყებამდე სოფლის მკვიდრები თერჯოლის რაიონიდან შემოვლითი გზით სარგებლობენ," - ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა.


ნანახია: 1920-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეფერხდა გადაადგილება სოფელ კინჩხის მიმართულებით.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, ამ დროისთვის თოვლის საფარს მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

ამინდი