Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გვინდოდა ჩვენი თვალით დანახული ფერეიდანი გვეჩვენებინა დანარჩენი საქართველოსათვის,'- ქუთაისელი მთამსვლელების სპარსეთში მოგზაურობის დეტალები

თარიღი : 1-02-2017, 20:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდის“ წევრები ირანში იმყოფებოდნენ, სადაც იქ მცხოვრებ ქართველებს შეხვდნენ და მწვერვალ „შაჰანკუჰის“ ქედზე, ზღვის დონიდან 4040 მეტრის სიმაღლეზე ირანულ კლუბ „შაჰანკუჰთან“ ერთად, ერთობლივი ასვლა განახორციელეს.
http://i.imgsafe.org/212478d099.jpg
http://i.imgsafe.org/2126f59a20.jpg
როგორც კლუბის ერთ-ერთი წევრი და ექსპედიციის მონაწილე ირაკლი ჯულაყიძე საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას ამბობს, ექსპედიციის მიზანი ირანში მცხოვრები ქართველების შესახებ ფოტო-ვიდეო მასალის შეგროვება და მათი ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა იყო. კლუბ „თეთნულდის“ წევრები იქ ფერეიდანსა და ისპაჰანში მცხოვრებ ქართველებსაც შეხვდნენ.

„ყველანი აღფრთოვანებით შეგვხვდნენ, მთელი ქალაქი გვესალმებოდა, გვესაუბრებოდნენ, სითბოს გამხოატვას ცდილბოდნენ, გვეპატიჟებოდნენ. იქ მცხოვრები ქართველებიდან ყველა დაკავებულია, ზოგი პედაგოგია, ზოგი ბიზნესის სფეროში მუშაობს, ინტეგრირებული არიან სახელმწიფო ცხოვრებაში. ბევრი ისეთი ქართული სიტყვა აქვთ შემორჩენილი, რომელიც ჩვენ დაკარგული გვაქვს. 7 წლამდე ასაკის ბავშვმა იქ უკვე ქართული იცის, 7 წლის ასაკში შედის სკოლაში და სწავლობს სპარსულს, როგორც უცხო ენას. იქ მცხოვრებ თითქმის ყველა ქართველს გვარის ბოლოს გურჯი უწერია. გურჯები იმდენად დაფასებული არიან და იმდენად ღირსეული ადგილი უჭირავთ მთელ სპარსეთში, რომ როდესაც გაიგეს ჩვენც გურჯები ვიყავით, სხვა ტომებიც ასეთივე პატივისცემით გვეპყრობოდნენ,“ - ამბობს ირაკლი ჯულაყიძე.
http://i.imgsafe.org/212f1e1f88.jpg
მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბმა „თეთნულდმა“ ექსპედიციაში სულ 12 დღე გაატარა. სპარსეთში ყოფნისას კლუბის წევრებმა ყველა საინტერესო ადგილი მოინახულეს. ექსპედიციის წევრები იმყოფებოდნენ შიიტი მუსლიმებისთვის უწმინდეს სალოცავში,მოგზაურებმა გაიარეს მარანჯაბის უდაბნო. ირაკლი ჯულაყიძე ყვება, რომ მთელი მოგზაურობის პერიოდში განსაკუთრებულ სითბოს და ემოციას გრძნობდნენ.
http://i.imgsafe.org/2129f6fde3.jpg
http://i.imgsafe.org/212c610396.jpg
“როდესაც მე ვიყავი ირანში წასული ჩემს მეგობართან, მაშინ დავგეგმეთ კლუბ „თეთნულდთან“ ერთად მწვერვალ „შაჰანკუჰზე“ ასვლა. ასევე, გვინდოდა გაგნგვეხორციელებინა ფოტო-ვიდეო გადაღება, რათა ჩვენი თვალით დანახული ფერეიდანი ფილმის სახით გვეჩვენებინა დანარჩენი საქართველოსათვის და მჯერა, რომ ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. როდესაც გურჯებს დავემშვიდობეთ, მათი მთავარი გზავნილი იყო „ღმერთს ებარებოდეთო“. ყოველი დამშვიდობების დროს ასე მიმართავენ ერთმანეთს. კიდევ ასეთი გამოთქმა აქვთ: ცისარტყლეას ქვეშ ვინც გაივლის, ის სამშობლოში დაბრუნდებაო,“ - ამბობს ირაკლი ჯულაყიძე.

ქუთაისში არსებულ მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდს“ გეგმა ბევრი აქვს. გეგმების განხორციელებაში კი კლუბს შესაბამისი ფინანსური რესურსი სჭირდება. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ ის ორგანიზაციია, რომელიც „თეთნულდელებს“ ფინანსურ და არა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს. ქუთაისელი მთამსვლელების მიერ ირანში განხორციელებული ექსპედიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ იყო. კლუბ "თეთნულდს" დახმარება ასევე გაუწია ქუთაისის მერიამ და ხორცპროდუქტების კომპანია "ექსტრამითმა".


ნანახია: 2257-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოფენაზე ის ფოტოები იყო წარმოდგენილი, რომელიც კლუბის წევრებმა ირანში მოგზაურობის დროს გადაიღეს.
მთამსვლელი შარამ ონიკაძე საქართველოში მოგზაურობის შემდეგ, დაუფარავი სიხარულით საუბრობს სამშობლოზე და ღიად საუბრობს მისი ნახვით
"კრისტალი" რაგბის კლუბ "ბაგრატ"-ს დააფინანსებს.
რაგბის კლუბ 'ბაგრატს' ფინანსურ მხარდაჭერას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 'კრისტალი' უწევს. 'კრისტალის' სახელს უკავშირდება სავარჯიშო
სარაგბო კლუბმა 'ბაგრატმა' უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის მაშველებმა მწვერვალ უშბას მყინვარზე 1974 წელს დაკარგული

ამინდი