Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ნაციონალი" დეპუტატი: მამუკა მღვდელაძემ ის გააკეთა, რაც დაავალეს და უკარნახეს

თარიღი : 5-12-2013, 13:34 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მღვდელაძის მიერ მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დატოვებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ აფასებენ. მღვდელაძემ აღნიშნულის მიზეზად „პატრიოტების“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოჩა თევდორაძის მიერ საკონკურსო კომისიაზე ზეწოლის ფაქტი დაასახელა.
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალების“ ხელმძღვანელის გია უკლებას თქმით, რამდენიმე დღის წინ მამუკა მღვდელაძემ ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში არ დამალა, რომ ის ყველა თემაზე აქტიურად გადიოდა კონსულტაციებს გოჩა თევდორაძესთან. ამიტომ, უკლებას მღვდელაძის მიერ გაკეთებული რადიკალური განცხადების არ სჯერა.
„მამუკა მღვდელაძეს დაავალეს, რომ ეს ასე ეთქვა. ახლა განტევების ვაცს ეძებენ და უნდათ ყველაფერი გოჩა თევდორაძეს დააბრალონ. ამის
შემდეგ თუ ეს კომისია არ დაიშლება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ გაუქმდება, მაშინ უბრალოდ საქმე გვაქვს აფერისტობასთან. „ქართული ოცნება“ აწვდიდა კომისიას იმ ადამიანების სიებს ვინც უნდა გაეყვანათ და გოჩა თევდოირაძეც ნოტარიულად ამტკიცებდა. მამუკა მღვდელაძეს არავითარი პრინციპები არ აქვს. მე მას ღირსეულ ოპონენტად არ ვთვლი. მას უკარნახეს და გააკეთა,“ - ამბობს გია უკლება.
ცნობისთვის, მამუკა მღვდელაძე 7 კაციან საკონკურსო კომისიაში თავმჯდომარის მოადგილე იყო. აღნიშნული კომისიის მიმართ პრეტენზიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც აქვთ.


ნანახია: 2381-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ ქალაქის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო
მღვდელაძის თქმით, ის არ თვლის საჭიროდ, რომ „ნაციონალების“ განცხადებებს უპასუხოს. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იმასაც ამბობს,
პარტია“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოჩა თევდორაძემ ბრიფინგი გამართა.
"დღეს რაღა დროს კომისიის დატოვებაა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა. აქამდე ეყვირა მღვდელაძეს, მიუღებელ
“ქუთაისის საკრებულოში, ან პირადად ჩემს სახელზე მამუკას განცხადება ამ დრომდე არ შემოსულა, ის ოფიციალურად ვიდრე განცხადებას არ
ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მღვდელაძე „ნაციონალების“ ბრალდებებს პასუხობს.

ამინდი