წყალმომარაგების კომპანიის პიარმა, რომელიც სამსახურიდან ორჯერ გაათავისუფლეს, სამუშაოზე აღდგენა შეძლო

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ქუთაისის სერვისცენტრის თანამშრომელმა ქეთევან კიკვიძემ, რომელიც კომპანიიდან მეორედ გაათავისუფლეს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტების დახმარებით სამსახურში აღდგა.
კიკვიძე, რომელიც კომპანიაში 2010 წლიდან მუშაობდა, 2015 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით, სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გაანთავისუფლეს.
„საერთშორისო გაჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტების დახმარებით, ქეთევან კიკვიძემ სარჩელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ქეთევან კიკვიძის სასარჩელო მოთხოვნები. შედეგად, დამსაქმებელს დაევალა მისი სამსახურში დაუყონებლივ აღდგენა.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.
ქეთევან კიკვიძემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. 2017 წლის 27 იანვრის განჩინების საფუძველზე პალატამ გააუქმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სრულად დააკმაყოფილა ქეთევან კიკვიძის საკასაციო საჩივარი, კერძოდ, ბათილად ცნო გათავისუფლების ბრძანება, წყალმომარაგების კომპანიას დაავალა ქეთევან კიკვიძის თანამდებობაზე აღდგენა და ასევე მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან 2017 წლის 27 იანვრის ჩათვლით.