იტვირთება

ონის სოფლები, სადაც ინტერნეტს შეიყვანენ

ონის სოფლები, სადაც ინტერნეტს შეიყვანენ

ონის მუნიციპალიტეტში ციფრული უთანასწორობის შემცირების მიზნით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარეობს.

პროექტის განხორციელებით  თითოეულ ოჯახს ექნება შესაძლებლობა მიიღოს 100 მბ/წმ, ხოლო დაწესებულებებს- 1გბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი.

ოპტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა ამ დროისთვის აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე:

ქალაქი ონი;
უწერა;
ღები;
ღარი;
გლოლა;
ნაკიეთი;
ჭიორა.

"ქსელის მშენებლობას „ოუფენ ნეტი“ ანხორციელებს, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, განავითარონ საკუთარი ბიზნესი, - ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, „ოუფენ ნეტი“ არ აწვდის მოსახლეობას ინტერნეტ-მომსახურებას, არამედ, ნებისმიერ  ავტორიზებულ ტელეკომ-ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მაგისტრალზე ღია დაშვების მომსახურებით და მივიდეს საბოლოო მომხმარებლამდე,"-აცხადებენ ონის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები