Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზუგდიდიდან თბილისისკენ მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი ზესტაფონში ტყეში გაფუჭდა

თარიღი : 31-01-2017, 01:54 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზუგდიდიდან თბილისისკენ მიმავალი ჩქაროსნული მატარებლის მგზავრები დახმარებას ითხოვენ. მატარებელი ზესტაფონის ტერიტორიაზე, ტყეში არის გაჩერებული. მატარებელში არსებული მდგომარეობისა და მგზავრების შესახებ გირშელ ბართაია წერს:

"ჩქაროსნული" მატარებელი, რომელიც ზუგდიდიდან 18:00 საათზე გამოვიდა გაუმართაობის გამო საათობით ჩერდებოდა სხვადასხვაა ადგილას და საბოლოოდ ზესტაფონის შემდეგ დაიჩოქა. ვაგონებში არის ხალხი პატარა ბავშვებით. მემანქანეებმა არ იციან როგორ მოიქცენ. ხალხი აფორიაქებულია. ელმავალის ძრავი წყობილებიდანაა გამოსული. შუქის და გათბობის ყველა საკომუნიკაციო საშუალება გათიშულია. ცივა. ჩემი ოჯახი და ნათესავები ხელისუფლების უნიათობის გამო, გზები რომ არ გაწმინდეს, გაერიდა ავტომობილს და ავტობუსს, ზუგდიდიდან წამოვიდნენ მატარებლით. მატარებელი გზადაგზა ფუჭდება და ხალხი გაწამდა. 18:00 საათიდან წამოსულები ამ დრომდე არ ჩამოსულან თბილისში."ოცნება" არც ასფალტზე უქნია ღმერთს და არც რელსებზე! ესენი უნდა გავყაროთ! მომავალში კიდე ამათი ამომრჩევლის თავზეც გავიარე!!! რამე იღონეთ, ბავშვებს არაფერი დაემართოთ!!!,"- წერს გირშელ ბართაია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთვის გახდა ცნობილი, გაფუჭებული მატარებლიდან მგზავრები მეორე მატარებელში გადასვეს და თბილისში უკვე გაუშვეს.


ნანახია: 2791-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონში მატარებელი ავტობუსს 16 მარტს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა და საჭე ვერ დაიმორჩილა, რის
მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა, ჩაკეტილ შლაგბაუმს შეეჯახა და ლიანდაგებზე გადავიდა
ზესტაფონში, ფეროშენადნობი ქარხნის მუშაობა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გაჩერებული იყო.

ამინდი