დავით ლორთქიფანიძისათვის პიჯაკის შემოხევის საქმეზე ბრალდებულები 500-500 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
თარიღი : 30-01-2017, 18:50 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

დეპუტატისათვის პიჯაკის შემოხევის საქმეში ბრალდებულების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა. საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბოლო პროცესი გაიმართა.
ნიკუშა ნარსიას, კახა გაბუნიასა და მირიან დეისაძეს პროკურატურამ ბრალი განრიდების საფუძველზე, 500-500 ლარის სანაცვლოდ მოუხსნა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმეზე ბოლო სხდომა დღეს გაიმართა. ბრალდებულების ადვოკატის რობიზონ ხურცილავას თქმით, ქუთაისის საქალაქო პროკურატურა თავდაპირველად ბრალდებულებს ბრალის აღიარების სანაცვლოდ 2 წლიან პირობით მსჯავრს ჰპირდებოდა, რაზეც ამ უკანასკნელებმა უარი განაცხადეს. აღნიშნულის შემდეგ პროკურატურამ საქმე სასამართლოდან გაითხოვა და ბრალდებულებს განრიდება გაუკეთა.
შეგახსენებთ, რომ აქცია, რომლის დროსაც ინცინდენტი მოხდა, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, რუსთავი 2-ის მხარდაჭერის მიზნით, 2015 წლის ორ ოქტომბერს გაიმართა. ხოლო ნიკოლოზ ნარსიას, კახა გაბუნიასა და მირიან დეისაძის დაკავება სამ ოქტომბერს მოხდა. აღნიშნულ პიროვნებებს სასამართლომ ჯერ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო შემდეგ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მათ რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის პიჯაკის შემოხევა და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება ედებათ ბრალად.