Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდები გაუმჭვირვალეა-არასამთავრობოს ახალი კვლევა

თარიღი : 30-01-2017, 16:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მორიგი კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ვებ-გვერდები საზოგადოების ინფორმირებულობისა და გამჭვირვალობის ფუნქციას ვერ ასრულებენ.

ორგანიზაციის იმერეთის ოფისის კოორდინატორის ლელა მოწონელიძის თქმით, გამჭვირვალობას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მოცულობა და შინაარსი. ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსებზე განთავსება) ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდების გამართულად მუშაობის ხარისხი კვლავ მოექცა ჩვენს მონიტორინგში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ 2016 წლის თებერვალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მუნიციპალიტეტები ჯეროვნად არ ასრულებენ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას, რის გამოც დღის წესრიგში დადგა ანალოგიური კვლევის ჩატარების აუცილებლობა ერთი წლის ინტერვალით. კვლევის მიზანს წარმოადგენს, გაარკვიოს, თუ რა ქმედითი ღონისძიებები გაატარეს მუნიციპალიტეტებმა თავიანთი ოფიციალური ვებგვერდების გამჭვირვალობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

კვლევამ ამჯერადაც მოიცვა ბაღდათის, ვანის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, სამტრედიის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები. კვლევის მეთოდები წინა კვლევის ანალოგიურია: შევისწავლეთ საკანონმდებლო ბაზა და მუნიციპალიტეტების ელექტრონული რესურსები და აღნიშნული ელექტრონული რესურსებიდან მიღებული ინფორმაცია გავაანალიზეთ. ასევე გამოვიკვლიეთ ცხელი ხაზის ფუნქციონირების საკითხი. კვლევა 2017 წლის იანვრის მონაცემებს ეყრდობა,“ - ამბობს ლელა მოწონელიძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ქუთაისის ოფისის იურისტის თეონა გორდაძის განცხადებით, კვლევის შედეგად შემდეგი დარღვევები გამოიკვეთა:

• კვლევამ ცალსახად აჩვენა, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდები გამჭვირვალობისა და ინფორმაციულობის თვალსაზრისით, ამჯერადაც არ შეესაბამებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. შესაბამისად, კვლავ დღის წესრიგში დგას წინა კვლევის დროს გამოვლენილი პრობლემები.

• შესწავლილი მუნიციპალიტეტებიდან 9 მუნიციპალიტეტს ( ბაღდათი, ვანი, ჭიათურა, ზესტაფონი, წყალტუბო, ხონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული) აქვს მიღებული დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, საჩხერის მუნიციპალიტეტებს 2016 წელს მიღებული აქვთ ახალი დადგენილებები, რომელშიც პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა დეტალურადაა მოცემული დანართის სახით და პასუხობს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს. ჭიათურის, წყალტუბოს, ხონის, ტყიბულის მუნიციპალიტეტები სარგებლობენ 2014-2015 წლებში მიღებული დადგენილებებით, რომელიც აღარ პასუხობს მოქმედ სტნდარტებს. სამტრედიისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებს შესაბამისი დადგენილებები ამ დრომდე არ მიუღიათ.

• განთავსებული ინფორმაციის სიმცირის კუთხით გამოირჩევა თერჯოლისა (www.terjola.ge) და ხონის ( www.khoni.gov.ge ) ოფიციალური ვებგვერდები. კვლავ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ვანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი (www.vani.gov.ge). წინა კვლევის დროს არ ფუნქციონირებდა წყალტუბოს (www.tskaltubo.gov.ge) ვებგვერდი. მართალია, ამჟამად ის ფუნქციონირებს, თუმცა მნიშვნელოვანი ტექნიკური ხარვეზებით.

• მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდების შესწავლამ ცხადყო, რომ არცერთ მათგანს არ აქვს განთავსებული ინფორმაცია შესყიდვების წლიური გეგმისა და საკრებულოს საქმიანობის ანგარიშის შესახებ. სამართლებრივი აქტების განთავსების სტატისტიკაც გვიჩვენებს, რომ, როგორც წესი, მათზე ინფორმაცია თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე არასრულადაა წარმოდგენილი.

• სიახლეების განთავსების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მუნიციპალიტეტების ვებგვერდები მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის განთავსებას. ამ მიზნით ისინი ასევე სარგებლობენ სოციალურ ქსელ Facebook-ით, რომელიც თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს აქვს, გარდა ზესტაფონის, ტყიბულის და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა. შესაბამისად, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მწირია.

• მუნიციპალიტეტების ნაწილს (ბაღდათი, თერჯოლა) კვლავაც არ აქვთ მითითებული ცხელი ხაზის ნომერი, რომელზეც დაინტერესებული მოქალაქეები დაკავშირებას და მათთვის სასურველი ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

„ერთი წლის ინტერვალით ჩატარებულმა ანალოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტები კვლავაც არაჯეროვნად ასრულებენ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას. მათ მიერ ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია არასრულია და არ პასუხობს საქართველოს კანონმდებლობითა და თავად მუნიციპალიტეტების დადგენილებებით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალს. ზოგიერთ მუნიციპალიტეტს (სამტრედია, ხარაგაული) კვლავაც არ მიუღიათ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებები, ხოლო ზოგიერთი მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდები (თერჯოლა, ხონი) დღეის მდგომარეობით აღარ ფუნქციონირებს. კვლავ სატესტო მდგომარეობაში მუშაობს ვანის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი. ერთი წლის ინტერვალით მეტი ინფორმაციის განთავსების კუთხით თითქმის ვერ ვხედავთ გაუმჯობესებულ მდგომარეობას,“ - ამბობს ლელა მოწონელიძე.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ შეუსრულებელი რეკომენდაციების ფონზე, კვლავ აქტუალური რჩება “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ წინა წელს შემუშავებული რეკომენდაციები:

• იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც ჯერ არ შეუმუშავებიათ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმები, დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა. ხოლო რიგმა მუნიციპალიტეტებმა, რომლებიც სარგებლობენ 2014-2015 წლების დადგენილებებით, მიიღონ ახალი დადგენილებები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან.
• იმ მუნიციპალიტეტებმა, რომლებმაც შექმნეს ოფიციალური ვებგვერდები, მაგრამ მცირე ინფორმაცია განათავსეს, დროულად უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა.
• მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებმა რეგულარულად განაახლონ ვებგვერდები და უზრუნველყონ მოსახლეობისათვის მათი მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.


ნანახია: 2077-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო' განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიზანს იმის დადგენა წარმოადგენდა, რამდენად აქვს მოსახლეობას შესაძლებლობა თვალი ადევნოს
აღნიშნული კვლევების მიხედვით პრემიების გაცემის რაოდენობით ქუთაისის ლიდერობს, სადაც საჯარო მოხელეებმა პრემიის სახით 97 850 ლარი
კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ მოქალაქეები არ არიან ჩართული თვითმმართველობების საქმიანობაში.
Topnews.com.ge დაინტერესდა, ინფორმაციის გავრცელების რა საშუალებებს ფლობენ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები.
ბიუროებიდან მიღებული ინფორმაციის გაცნობის საფუძველზე ირკვევა, რომ მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენის მიზნით ბიუროები სპეციალურ