'სოფელში არ არის გზა, ვინმეს რომ სასწრაფო დაჭირდეს, ვერ მივა უგზოობის გამო,'- სოფელ სულორში დახმარებას ითხოვენ

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ადგილობრივები, რომლებიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.copm.ge-ს დაუკავშირდნენ, აცხადებენ, რომ სოფელ სულორში ჩაკეტილია საავტომობილო გზა, არ არის ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს.
„სოფელ სულორში, დაახლოებით 60-70 სანტიმეტრს აღწევს თოვლი. გზა ჩაკეტილია, ელექტროენერგია არ არის, გაზი არ არის, გზები არავის გაუწმენდია, მუნიციპალიტეტი ყურადღებას არ გვაქცევს. ვინმეს რომ სასწრაფო დაჭირდეს ვერ მივა უგზოობის გამო. ძალიან გთხოვთ რომ გააშუქოთ. ერთხელ დაგვეხმარეთ, გზებიც მალე გაწმინდეს და ყველაფერი აღდგა და იქნებახლაც დაგვეხმაროთ,“ -განაცხადეს ადგილობრივებმა სააგენტოსთან საუბარში.
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფელ სულორში გზის გაწმენდა რამდენიმე წუთში დაიწყება. როგორც გამგეობის პრესსამსახურში განმარტავენ, მუნიციპალიტეტს ბევრი ტექნიკა არ ჰყავს, ამიტომ სოფლებში გზების ერთდროულად გაწმენდა ვერ ხერხდება.