Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისის მერია გევიდა მარილზე?,'- ქუთაისში მოქალაქეები გზის გაწმენდას ითხოვენ

თარიღი : 29-01-2017, 20:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე დღეებში კვლავ თოვაა მოსალოდნელი. კერძოდ, 29 იანვრიდან 30 იანვრის დილამდე შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების ახალი ნაკადის გავრცელების გამო საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, გზებზე ლიპყინული. ჰაერის ტემპერატურა -3, +2 გრადუსი იქნება.

ქუთაისში თოვლის სახით მოსული ნალექის მიერ შექმნილ პრობლემებზე უკვე საუბრობენ მოქალაქეები. ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ქალაქის ხელისუფელბას ქუთაისში გზების გაწმენდაზე არ უზრუნია.

"ქუთაისის მერია გევიდა მარილზე? როდის აპირებენ ან გზების გაწმენდას ან ტექნიკური მარილის დაყრას?," - წერს ილიკო ნაცვალაძე.

"ესაა ჩვენი სპეცტექნიკა? ამით აპირებს ქუთაისის მერია გზების და ქუჩების გაწმენდას თოვლისგან? თუ ელოდებიან ვიდრე თავისი ნებით წავა თოვლი? ადგილობრივი ხელისუფლების დევიზი: #არცერთიქუჩაგაწმენდილიჩვენსქალაქში," - ამბობს ნათია მკერვალიშვილი.

მოქალაქეები წერენ, რომ საფიჩხიაზე მარტო თბილისის ქუჩაზე მოხდა ტექნიკური მარილის დაყრა და ისიც დილით. რაც შეეხება კოსტავას, გოგებაშვილის ქუჩებსა და ე.წ. პლაშატკის დასახლებას, აღნიშნული ტერიტორიები საერთოდ არ გაწმენდილა.

მოქალაქეების პრეტენზიების საპასუხოდ, ააიპ "სპეციალურ სერვისებში" აცხადებენ, რომ მათი კომპანიის კუთვნილი სპეც.ტექნიკა დღის განმავლობაში გაწმენდით სამუშაოებს შეუფერხებლად ახორციელებდა.

"თოვლის სახით წამოსული უხვი ნალექის გამო, ჩვენი სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადასული. დილიდან ქალაქში 9 ერთეული სპეც.ტექნიკა გამოვიდა. თავდაპირველად მოხდა სასიცოცხლო ობიექტებთან მისასვლელი გზების გაწმენდა. შემდეგ კი ტექნიკამ ყველა ცენტრალური მაგისტრალის და ჩიხის გაწმენდა დაიწყო. ტექნიკის გარდა, ქუჩებში ცოცხალი მუშა-ხელიც მუშაობს, რათა გადაადგილება იყოს უსაფრთხო," - ამბობს "სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე.


ნანახია: 3055-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ზამთარს მომზადებული ხვდებიან.
შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო სინოპტიკოსები ზღვაზე 3-4 ბალიან ​ღელვას ვარაუდობენ.
ორგანიზაცია განცხადებაში მოქალაქეთა პრეტენზიებს პასუხობს.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მჟავანაძემ

ამინდი