იმერეთის რეგიონში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირთა რიცხვი გაიზარდა

იმერეთის რეგიონში სახელმწიფოსგან სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სერვის-ცენტრში აცხადებენ, 2015 წელს თუ სოციალურ დახმარებას 65 353 ადამიანი იღებდა, 2016 წელს აღნიშნული რიცხვი 75 830 ადამიანამდე გაიზარდა.
სერვის-ცენტრის უფროსის ნინო ჭიღლაძის თქმით, ამ ეტაპზე სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა შორის მრავალსულიანი და მრავალშვილიანი ოჯახები ჭარბობენ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრში იმასაც ამბობენ, რომ შემწეობის მიმღები ოჯახების გადამოწმება პერიოდულად მიმდინარეობს, ხოლო გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის მიხედვით, ოჯახებს დახმარება ან უწყდებათ ან კიდევ უნარჩუნდებათ.