ქუთაისში შეიარაღებული თავდამსხმელები ინკასაციის მანქანას თავს დაესხნენ

ქუთაისში, ინკასაციის მანქანას ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში topnews.com.ge-სთან ადასტურებენ.
უწყების პრესსამსახურის თქმით, მომხდარზე გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.