Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ოცნების ფრაქციის თავმჯდომარეს პრემიების გაცემა არ მოსწონს

თარიღი : 21-08-2013, 11:21 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე ქალაქის მერიასა და საკრებულოში პრემიების ძველი წესით გაცემას იწუნებს.
როგორც მღვდელაძემ ტოპნიუსს განუცხადა, პრემიები იგივე ინერციით, ყველა თანამშრომელზე და თანაბარი მოცულობით არ უნდა გაიცემოდეს.„ჩვენ მივეცით მერიას დავალება, რომ სამსახურების მიხედვით გაწერონ თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები, რასაც შემდეგ პრემიერების სისტემა მიებმება. არ შეიძლება პრემია ყველაზე თანაბრად ნაწილდებოდეს. ეს მოტივაციას უკარგავს თანამშრომელს,“ - ამბობს მღვდელაძე. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში წინა ხელისუფლების დროს დაწყებული პრემიების გაცემის ტრადიცია გრძელდება. მარაიმობის დღესასწაულისათვის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების პრემიებისათვის 400 000 ლარია გათვალისწინებული.


ნანახია: 2463-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„თავისუფალი საქართველო“ ქუთაისის მერიაში მარიამობის დღესასწაულისათვის პრემიების გაცემის ფაქტს უზნეობას უწოდებს.
„ნაციონალმა“ დავით გოგისვანიძემ განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის და „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე
როგორც მღვდელაძემ ტოპნიუსს განუცხადა, დიმიტრი კოპალიანი ძალიან პატიოსანი და განათლებული ადამიანია, თუმცა მღვდელაძე აქვე
ქუთაისის მერიაში საახალწლოდ თანამშრომლებისათვის პრემიების გაცემის საკითხი გადაწყვეტილი არ არის.
ფრაქციის თავმჯდომარე არჩევნების პერიოდში შოთა მურღულიას შტაბთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ ქალაქის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო

ამინდი