Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის ყველაზე გრძელი მღვიმე და ლეგენდა ხარაგაულის სოფელ ამაშუკეთზე

თარიღი : 26-01-2017, 15:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში არსებულ იმ საინტერესო ადგილებს გაგაცნობთ, რომლებიც რეგიონში განხორციელებული ექსპედიციების შედეგად აღმოჩნდა. რუბრიკა "ჩემი იმერეთი" ამჯერად მდებარე ხარაგაულში მდებარე კოზმანის მღვიმეზე გიამბობთ.


მღვიმე, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ყველაზე გრძელი მღვიმის სახელით არის ცნობილი, ხარაგაულის სოფელ ამაშუკეთის მიდამოებში, ზღვის დონიდან 625 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მღვიმე თბილისიდან 167, ხარაგაულიდან 35, ხოლო ქუთაისიდან 62 კმ-ით არის დაშორებული.

რაც შეეხება სოფელს, ამაშუკეთი, რომელსაც ადრე ციხისძირი ერქვა, მდინარე ძირულის მარცხენა მხარეს მდებარეობს. ლეგენდის მიხედვით, ეს ტერიტორია XVII საუკუნეში დასახლებულა მეგრულ-კოლხური წარმოშობის ხალხით. გადმოცემით, დასავლეთიდან წამოსულებს დიდხანს უვლიათ საცხოვრებელი ადგილის შესარჩევად, „კოზმანის“ სალოცავზე ულოციათ, ხოლო როცა იქიდან გამოუხედავთ, მდებარეობა მოსწონებიათ და უთქვამთ: ა-მაშ-უკეთესი რაღა იქნებოდაო და ამ ადგილებში დასახლებულან, სოფლისთვის კი ამაშუკეთი უწოდებიათ. შემდგომ მათ იმერეთის მეფისაგან აზნაურის წოდება მიუღიათ. ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზე ამაშუკეთში ნაჩვენებია აზნაურის სასახლე.

სოფლის სამხრეთით ზღვის დონიდან 740 მეტრ სიმაღლეზე არის მთა კოზმანი (ქვაძმობა-ზღვის დონიდან 740 მ), რომელზეც აღმათულია კოზმანის სალოცავი. ხალხში გავრცელებული თქმულებით, იქ წარმართული მთვარის სალოცავი ყოფილა. საქართველოში ქრისტიანობის მიღების შემდეგ კოზმანის სალოცავიც ქრისტიანული გამხდარა, იქ 30 ოქტომბერს აღნიშნავენ „კოზმანობის“ დღესასწაულს. აქ აგებული ყოფილა მე-14 საუკუნის ტაძარი, რომელიც ამჟამად რესტავრირებულია. გადმოცემის თანახმად ზუსტად ამ სალოცავის ქვეშ, კარსტულ მღვიმეში, არის ქვისგან გამოთლილი მაგიდა და სკამები, რომლითაც ადგილობრივების თქმით ამ ტაძარში მოღვაწე ბერები სარგებლობდნენ. მღვიმის სახელი უნდა უკავშირდებოდეს წმინდა კოზმანის სახელს.

ამაშუკეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე ძირულას მარცხენა მხარეს, ცარცულ კირქვებში გამომუშავებულია კოზმანის კარსტული მღვიმე.

მღვიმეში შესასვლელი არის ტექტონიკურ ნაპრალში, რომლის სიმაღლე 1 მეტრია, სიგანე 60 სმ. ნაპრალს სამკუთხედის ფორმა აქვს. კარსტული გვირაბი სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ იხსნება და შედგება მცირე ზომის ხველებით დაკავშიებული სამი სხვადასხვა ზომის დარბაზისაგან. მღვიმე დინამიურია, ამჟამად მშრალია, წარსულში გაედინებოდა პერიოდული ნაკადი. მღვიმე ადვილად გასავლელია, სიღრმეში გვირაბის სიგანე მატულობს 2–3 მეტრამდე. შესასვლელიდან მე-15 მეტრზე მღვიმის გასწვრივი პროფილი მკვეთრად უხვევს დასავლეთით. 35-ე მეტრზე, მარცხნივ, მოზრდილი ბაქანია, რომელსაც 5-მეტრიანი ჭა ებმის. შესასვლელიდან 90-ე მეტრზე არის კალციტის ქერქთ შემოსაზღვრული „აბაზანები“, ზოგი გამშრალია, ზოგში წყალი დგას. ზოგან ჭერის სიმაღლე 6–8 მეტრია. მღვიმეში სტალაქტიტები ბევრგან მომტვრეულია. აქა-იქ არის სტალაგმიტები. გვირაბის ერთ-ერთ ნაწილში „ჭერი“ დაფარულია მაკარონისებრი ულამაზესი სტალაქტიტების „ტყით“. მღვიმის სიგრძე 210 მეტრია. შემდეგ მღვიმე ჩახერგილია დიდი ლოდებით, რის გამოც უფრო ღრმად შესვლა შეუძლებელია. გამოკვლეულია თ. პაპიაშვილის მიერ 1954 წელს. მღვიმე საინტერესოა ბიოსპელეოლოგიური თვალსაზრისითაც, იქ ცხოვრობენ ობობები, დოლიხოპოდები, არიან ღამურებიც“. კოზმანის სალოცავთან ახლოს არის კოზმანის სამშენებლო ქვის კარიერი.

მასალები მოგვაწოდა გეოგრაფიის აკადემიურმა დოქტორმა გიორგი დვალაშვილმა


ნანახია: 10557-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ესაძლოა კარსტული მღვიმის ფარდული გამოყენებული ყოფილიყო პრეისტორიულ პერიოდში ადამიანის თავშესაფრად.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
მღვიმე საჩხერის მუნიციპალტეტის სოფელ სარეკის ტერიტორიაზე, მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს, ამავე სოფლის მკვიდრის ბიძინა
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან ერთად,
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge აგრძელებს იმერეთის რეგიონის საინტერესო ადგილების შესახებ მასალების გამოქვეყნებას.

ამინდი