Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ფრაქცია 'ნაცმოძრაობის' წევრი ყოფილ თანაგუნდელებს ფრაქციის დატოვებისკენ მოუწოდებს

თარიღი : 26-01-2017, 14:08 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია უკლება ყოფილ თანაგუნდელებს ფრაქციის დაუყოვნებლივ დატოვებისკებ მოუწოდებს. უკლებას თქმით, მას შემდეგ, რაც ქუთაისის საკრებულოში არსებული 4 დეპუტატიდან ორმა .ე.წ ბოკერია-უგულავას ფრთაში გადასვლა მოისურვა, ისინი იდეურად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები აღარ არიან, თუმცა მისივე განმარტებით, გაუგებარი მიზეზების გამო, ისინი ფრაქციას არ ტოვებენ.

უკლებას თქმით, სავარაუდოდ, ყოფილი თანაგუნდელები ფრაქციას ფინანსური დაინტერესების გამო არ ტოვებენ.

"მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინათ "ნაცმოძრაობა", თუმცა გაუგებარია, რატომ არ ტოვებენ ისინი ქალაქის საკრებულოში შექმნილ ფრაქცია "ნაცმოძრაობას". მოვუწოდებ მათ, დაუყივნებლივ გადადაგან ეს ნაბიჯი და როგორც პარტიას გაემიჯნენ, ასევე გაემიჯნონ ფრაქციასაც. ალბათ ისინი ამ დრომდე გადაწყვეტილებას იმტომ არ იღებენ, რომ ფინანსურ სარგებელს იღებენ,, - აცხადებს უკლება.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქალაქის საკრებულოში "ნაცმოძრაობის" მანდატით 4 დეპუტატი შევიდა, რამდენიმე კვირის წინ კი აღნიშნულ პარტიაში მიმდინარე პროცესების გამო ორმა დეპუტატმა ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთაში გადაინაცვლა.

"ნაცმოძრაობის" წევრის გიორგი უკლებას მოწოდებას დავით გოგისვანიძე ეხმაურებ. მისი თქმით, ისინი ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობაში" გაჩერებას არ გეგმავენ.


ნანახია: 2135-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფრაქციის დაშლის საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მიზეზი ფრაქციიდან ორი წევრის - ბესიკ
გია გოქაძის ინფორმაციით, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ დეპუტატები: მერაბ მეშველიანი, ირინა ივანეიშვილი და ლევან
უკლებას თქმით, მის მიერ აღმასრულებელი მდივნის პოსტის დატოვება შიდაპარტიულ საკითხს უკავშირდება და აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებს.
'ნაციონალები' საკრებულოში თითქმის იგივე შემადგენლობით ბრუნდებიან

ამინდი