Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'იმერეთის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები,'- რეგიონის საინტერესო ადგილების შესახებ წიგნი მომზადდა

თარიღი : 25-01-2017, 20:15 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„იმერეთის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები,“ -ასეთია იმ წიგნის სახელწოდება, რომელიც მკითხველს იმერეთის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების შესახებ მოუთხრობს. წიგნი გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის, თსუ-ს ასისტენტ პროფესორის გიორგი დვალაშვილის მიერ მომზადდა.

„წიგნი განკუთვნილია იმერეთის მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებული პუნქტების ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებისა და გეოგრაფიული შეფასებით დაინტერესებულ პირთათვის. აღნიშნული ნაშრომი წარმოადგენს პირველ ცდას საქართველოს ტერიტორიის ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით, აღვწეროთ და ყველასათვის თვალსაჩინო გავხადოთ იმ გეოგრაფიული არეალების კულტუროლოგიური თუ ბუნებისმცოდნეობითი მნიშვნელობა, რისთვისაც აქამდე ამგავარი დეტალურობით ყურადღება არავის მიუქცევია და ერთ წიგნად არავის შეუკრავს,“ - ამბობს წიგნის ავტორი.

გიორგი დვალაშვილი ყვება, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, გეოგრაფიის დეპარტამენტის 2015 წელს მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის განხორციელებისას, თავის სტუდენტებთან ერთად მდინარე რიონის აუზის კვლევისას, მრავალი უნიკალური ბუნებრივი ძეგლი თუ კულტურული თვალსაზრისით საინტერესო ობიექტი გამოავლინა, რაც როგორც დვალაშვილი ამბობს, რეგიონების მდგრადი განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია.

კვლევის ძირითად მიზანს ბუნების ძეგლების შესწავლა და მათი პოპულარიზაცია წარმოადგენდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მდ. რიონის აუზი, სადაც უხვადაა თავმოყრილი ენდოგენური წარმოშობის რელიეფის ფორმები, რომელთა დიდი ნაწილი აქამდე მხოლოდ მეცნიერთა ვიწრო წრისათვის იყო ცნობილი.

საქართველო, როგორც უმდიდრესი ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყანა, უხსოვარი დროიდან მრავალ მოგზაურს, ვაჭარსა თუ დამპყრობელს იზიდავდა. ცნობილია, რომ ტურისტული ინფრა-სტრუქტურის განვითარება ნებისმიერ ქვეყანას ძალზე დიდ შემოსავალს აძლევს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ტურისტულ-საკურორტო მეურნეობის აღდგენა სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური იმიჯის განმტკიცებისათვის. დღეს ისტორიულ, არქიტექტურულ, არქეოლოგიურ ძეგლებთან ერთად, მარშრუტებში გათვალისწინებული უნდა იყოს ბუნების საოცრებები, რაც ბევრად მიმზიდველს გახდის ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას,“- ამბობს წიგნის ავტორი.

გიორგი დვალაშვილის თქმით, წიგნში განსაკუთრებით საინტერესოა ის ცხრილები, რომლებშიც მოცემულია იმერეთის მუნიციპალიტეტების შემადგენლობაში შემავალი სოფლებისა თუ ქალაქების დასახელება, მათში მოსახლე კომლითა და პირთა რაოდენობა 2015 წლისათვის.

„ეს მონაცემები იმ თვალსაზრისითაც საინტერესოა, რომ შეგვიძლია თვალი მივადევნოთ მოსახლეობის მიგრაციის პრობლემას, რაც ასე მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში. იმერეთის მხარეს ძალზე ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და მკაფიოდ გამოხატული ბუნებრივი საზღვრები გააჩნია, საქართველოს რეგიონებს შორის ერთადერთია, რომლის ტერიტორიაზეც არ გადის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. იმერეთს მრავალფეროვანი და წარმტაცი ბუნებრივი პირობები გააჩნია, აქ წარმოდგენილია თითქმის ყველა ლანდშაფტური სარტყელი, ნოტიო სუპტროპიკებიდან დაწყებული ალპური მდელოებით დამთავრებული,“- ამბობს გიორგი დვალაშვილი.

აღსანიშნავი ბუნებრივი ძეგლებია: კაცხის ბუნებრივი 40 მეტრი სიმაღლის კირქვის სვეტი; აგრეთვე საინტერესოა საირმის 30 მეტრი სიმაღლის ეროზიული სვეტი; ოკაცეს კანიონი და გორდის პლეისტოცენური ტბიური ნალექები – ხონის მუნიციპალიტეტში, ასხის სამხრეთ-აღმოსავლეთით ზ.დ. 500 მ. ტბიურ ნაფენებში ფლორის არქაული სახეობების ნაშთები სემის ბუნებრივი ხიდი – წყალტუბოს, ცხუნკური, გუბისწყალი, ზ.დ. 235 მ; პრომეთეს (ყუმისთავის) მღვიმე (15 კმ სიგრძის), ცუცხვათის მღვიმე (12-13 სართული), ჯრუჭულის მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, ნავენახევის მღვიმე, მანდაეთის მღვიმე თეთრას მღვიმე, დინოზავრის ნაკვალევი (სათაფლიის მიდამოებში). იმერეთის ტერიტორიაზეა ძუძუანას მღვიმე, სადაც აღმოჩენილია 34 000 წლის ძაფი.

„საქართველო, როგორც უმდიდრესი ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყანა, უხსოვარი დროიდან მრავალ მოგზაურს, ვაჭარსა თუ დამპყრობელს იზიდავდა. ჩვენი ქვეყნის ტურისტულ-საკურორტო მეურნეობის აღდგენა დღეს უკვე სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური იმიჯის განმტკიცებისათვის. ისტორიულ, არქიტექტურულ, არქეოლოგიურ ძეგლებთან ერთად, მარშრუტებში გათვალისწინებული უნდა იყოს ბუნების საოცრებები, რაც ბევრად მიმზიდველს გახდის ქვეყანაში მოგზაურობას როგორც უცხოელთათვის, ასევე ჩვენი მოსახლეობისათვის. საქართველოს არაორგანული ბუნებრივი ობიექტები მიუხედავად ბუნების მკვლევართა მრავალწლიანი მოღვაწეობისა, ჯერ კიდევ მრავალ შეუსწავლელ და უკვლევ ობიექტს მალავს; მათი მოძიება, სათანადოდ გამოკვლევა, კეთილმოწყობა და ტურისტულ მარშრუტებში ჩართვა მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ტურისტული მეურნეობის პოტენციალს და მიმზიდველს გახდის ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორებისათვის. დღეს ისტორიულ, არქიტექტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებთან ერთად, ტურისტულ მარშრუტებში გათვალისწინებული უნდა იყოს ბუნების საოცრებები, რაც ბევრად მიმზიდველს გახდის ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას,“ - ამბობს გიორგი დვალაშვილი.


ნანახია: 5002-ჯერ

მსგავსი სიახლეები
]იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) თსუ-ს ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილთან
ახალ წიგნში აღწერილია საქართველოს ბუნების 100 ღირსშესანიშნავი ძეგლი.
წიგნში განხილულია მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები, დახასიათებულია ქალაქი ჭიათურა და უნიკალური გეოგრაფიული პირობებით
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გაცნობის მიზნით, მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ინფო ტური მოეწყო, რომლის
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი მღვიმიეს, მღვიმეს ექსპედიციის წევრების გადაწყვეტილებით ეწოდა კაკასხიდის მღვიმე.

ამინდი