ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დარჩენილი საახალწლო განათებები შესაძლოა ჩამოუხსნელი დარჩეს

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დარჩენილი საახალწლო განათებები შესაძლოა ჩამოუხსნელი დარჩეს. აღნიშნულის მიზეზი მერიასა და სამუშაოების შემსრულებელ ინდმეწარმეს შორის დაწყებული დავაა.
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის მალხაზ ბასილაძის განცხადებით, ინდმეწარმემ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლება სამუშაოების შემსრულებელთან ხელშეკრულების შეწყვეტასა და საქმის სასამართლოსთვის გადაცემაზე მუშაობს.
რაც შეეხება ჩამოუხსნელ საახალწლო განათებებს, მალხაზ ბასილაძის თქმით, მერია მათ ჩამოხსნას საკუთარი ძალებით იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ სასამართლო ნებართვას მისცემს.
ცნობისთვის, საახალწლოდ ქუთაისის მოსართავად გამოცხადებულ კონკურსში ინდმეწარმე კობა ჯღარკავამ 47 000 ლარად გაიმარჯვა. ადგილობრივ ხელისუფლებაში იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა ინდმეწარმემ შესრულებული სამუშაოსთვის თანხა ვერ მიიღოს.