Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხორცი მკვეთრად გაძვირდა, ქართულ პროდუქტს თურქები ეზიდებიან

თარიღი : 25-01-2017, 16:20 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქონლისა და ღორის ხორცის ფასი იანვარში, შარშანდელთან შედარებით, 35%-ით გაძვირდა. ამის მიზეზი თურქების მხრიდან ქართულ ხორცზე გაზრდილი მოთხოვნაა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, გარკვეული გავლენა ლარის დევალვაციამაც მოახდინა, რის გამოც პროდუქტის ფასმა ერთბაშად 1,50-2 ლარით მოიმატა. სამცხე-ჯავახეთში მდებარე სასაკლაოებში იმასაც ამბობენ, რომ ადგილობრივ სოფლებში ხალხს საქონელი აღარ შერჩა, რადგან თურქებს რეგიონიდან პირუტყვი მასობრივად გაჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ ხორცის გაძვირება კვლევებითაც დასტურდება. როგორც ცნობილია, იანვარში საქართველოში საცალო პროდუქტების ფასების ინდექსი გაიზარდა. თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა "აისეტის" მონაცემებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ფასების ზრდამ 10,1% შეადგინა.

კვლვის ავტორთა ინფორმაციით, ყველაზე მეტად სწორედ ღორის ხორცის ფასი გაიზარდა (35%-ით). ზუსტად ამდენია სხვაობა, რომელსაც მეწარმეები "რეზონანსთან" ასახელებენ. ოფიციალური სტატისტიკა რეალობას ამჯერადაც დაშორდა. "საქსტატის" მონაცემებით, ხორცისა და ხორცპროდუქტების ქვეჯგუფზე ფასმა 2%-ით მოიმატა.

გაძვირებაზე საუბრობენ სასაკლაოებში, თუმცა თუ ერთ შემთხვევაში მიზეზი თურქეთში ექსპორტის ზრდაა, მეორე ვერსიით, ამ მხრივ გავლენა სავალუტო კურსმა მოახდინა.

სამცხეში, სოფელ წირში მცხოვრები მეწარმე რუდიკ პეტროსიანი ამბობს, რომ რეგიონს თურქი გამყიდველები ერთბაშად მოედნენ. ისინი სოფლებში კარდაკარ დადიან და პირუტყვს ძვირად ყიდულობენ. პეტროსიანის ინფორმაციით, თუკი შარშან ცოცხალ საქონელს 4,20 ლარად (1 კილოგრამის ფასი) ძლივს ყიდდნენ, ახლა თურქები 6 ლარად იხვეწებიან.

"თურქები ცოცხალ საქონელს ყიდულობენ. ღორის ხორცი არ აინტერესებთ და გასაყიდი ღორიც რეგიონში ნაკლებადაა. აქ უფრო ძროხების მოშენებას მივდევთ. გადამყიდველები სათითაოდ ყველა ოჯახში მიდიან და ვისაც გასაყიდი პირუტყვი ჰყავს, პირაპირ ურიგდებიან. შეიძლება, არ აპირებდეს გაყიდვას, მაგრამ მაღალი ფასის გამო ცდუნებას ვერ უძლებენ და გლეხი პირუტყვს ყიდის. ხშირად ასეც ხდება, რის გამოც ხალხს საქონელი აღარ შერჩა. ყველა იტოვებს იმდენს, რამდენიც ოჯახისთვისაა აუცილებელი, დანარჩენს - ყიდიან.

გადამყიდველები 6 ლარს იხდიან ცოცხალ წონაში. რაც შეეხება ე. წ. სუფთა წონას, ადგილზე 11 ლარია, როცა ცოტა ხნის წინათ 9 ლარი ღირდა. ჩემი სოფელი არ არის გამონაკლისი, თურქები მიმდებარე სოფლებს კალიასავით შეესიენ და საქონელი გაჰყავთ", - ამბობს პეტროსიანი.

ფასმა მოიმატა კახეთშიც, თუმცა ადგილობრივ სასაკლაოებში მიზეზად სხვა არგუმენტი მოჰყავთ. როგორც საგარეჯოს რაიონში მდებარე სასაკლაო "მატადორის" დამფუძნებელი ამბობს, გავლენა ამ მხრივ სავალუტო კურსმა იქონია, რის გამოც სხვა კატეგორიის პოდუქტიც თვალში საცემადაა გაძვირებული.

"ლარის გაუფასურების გამო ხარჯიც მოგვემატა. აქამდეც ძლივს ვახერხებდით ფასის შენარჩუნებას, ახლა ეს შეუძლებელი გახდა. ჩვენთან საქონლის "ცოცხალი წონა" 6 ლარი გახდა. მზა ხორცი - 11 ლარია. უფრო მოვაჭრეებს მიაქვთ. აქამდე ვიცოდი, რომ ბაზრებში ყიდდნენ, არ ვიცი ქვეყნიდანაც თუ გააქვთ, დაზუსტებული ინფორმაცია არ გამაჩნია.

გაძვირდა ხორცი. მიზეზი აქაც ანალოგიურია. იმის გამო, რომ ღორების რაოდენობა ქვეყანაში ცოტაა, ფასს მისი დეფიციტიც განაპირობებს. კომპლექსურად სხვადასხვა მიზეზია და ადგილზე ღორის ხორცი 8,50 ლარი ღირს. სარეალიზაციო ფასი 10 ლარია.

რაც შეეხება საქონლის ხორცს, ცოცხალი წონა 6 ლარი გახდა, ადრე როცა 4,50-5 ლარადაც შეიძლებოდა ყიდვა. უკვე დამზადებული ხორცი 10-11 ლარი ღირს. გაძვირება გამოიწვია ლარის გაუფასურებამ", -აღნიშნავს იოსებ კოხტაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.

გამოკითხულთა შორის "ბლანშტაინ საქართველო" ერთადერთი კომპანია აღმოჩნდა, სადაც ამბობენ, რომ საქონლის ხორცის ფასი არ გაუზრდიათ. "ბლანშტაინის" ფერმისა და ხორცის წარმოების ხელმძღვანელი თათია არაბიძე აცხადებს, რომ საწარმოს არანაირი დაბრკოლება არ შექმნია ისეთი, რასაც შეიძლება ფასზე ემოქმედა.

"თბილისის მაღაზიებში შეიძლება გადამოწმება, რომ ხორცის ფასი მცირედითაც არ გაგვიზრდია. ჩვენი სასაკლაო გვაქვს, რომელსაც ჩვენივე მოხმარებისთვის ვიყენებთ. რეალიზაცია სტაბილურია და არც წარმოებაში გვაქვს პრობლემა. ვყიდით ყველა კატეგორიის ხორცის, რომლის ანალოგი არც არის ბაზარზე", - ამბობს არაბიძე.

მოვაჭრეების ინფორმაციით, ხორცის ფასი სამომხმარებლო ბაზარზე ყველგან გაზრდილია. მიზეზად ისინი თურქეთში ექსპორტის ზრდას ასახელებენ და დასძენენ, რომ სასაკლაოებიდან თურქებს ხორცი მიაქვთ იმ ფასად, რამდენიც პოდუქტი ბაზარში ღირს.

"ვიცი, რომ ხორცი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდი ოდენობით გადის. სასაკლაოებმაც "ასაღები ფასი" 11 ლარი გახადეს, ანუ ის, რა ფასადაც თურქებზე ყიდიან. ძნელად წარმომიდგენია რეგიონი, რომელსაც გადამყიდველები არ მისწვდნენ, ყველგან დადიან, სადაც კი ხორცის ყიდვა შესაძლებელია. თვითმფრინავი აქვთ დაქირავებული, რითაც ცოცხალი პირუტყვი გადაჰყავთ.

ყველა ამბობს, რომ თურქეთში საქონლის ხორცის ფასი გაზრდილია, რის გამოც ახლა ქართულ პირუტყვზე გადაერთნენ. შეღავათი რომ არ იყოს, ცხადია, ამხელა ხარჯს არ გასწევდნენ. ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირი უჯდებათ", - განაცხადა მოვაჭრე კახა გრძელიშვილმა, რომელიც შიშობს, რომ მომხმარებელს ხორცის ყიდვა კიდევ უფრო გაუჭირდება.

ჩვენი ხალხი საქონლისა და ღორის ხორცს ადრეც იშვიათად ყიდულობდა, ახლა კიდევ უფრო გაუჭირდებათ. დახლებს ეს უკვე დაეტყო.

ჩვენთან ფასი 2 ლარით არის გაზრდილი. ხარისხიანი ხორცი 15 ლარს აღწევს, მაღაზიებში 20 ლარსაც აჭარბებს. ბოლო დრომდე ღორისა და საქონლის ხორცს ერთნაირ ფასში ვყიდდით. ახლა ღორის ხორცი ოდნავ იაფია, თუმცა გაძვირება ამ პროდუქტსაც შეეხო. ძალიან ცუდი რეალიზაციაა. ისედაც ვერ ყიდულობდნენ ხორცს და ახლა აქტიური მომხმარებელი საგრძნობად მოგვაკლდება", - აღნიშნა კახა გრძელიშვილმა.

bpn.ge


ნანახია: 2107-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი მცირდება, ქვეყანაში საქონლის ხორცის დეფიციტია. იზრდება მისი
ახალი წლიდან მოყოლებული საქონლის ხორცი დაახლოებით 2-3 ლარით გაძვირდა, ცხვრის ხორცი კი 1,5-2 ლარით.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი არ ხორციელდებოდა. სტატისტიკის
აღდგომის დღესასწაულს მოსახლეობა ტრადიციული სუფრით ხვდება.
მათი განცხადებით, პროდუქტზე ფასის ზრდაც სწორედ დეფიციტმა გამოწვია.

ამინდი