იტალიაში მოკლული მამაკაცი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მკვიდრია

იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი მოკლეს. მამაკაცს ჭრილობა ზურგის არეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული.
გარდაცვლილის ცხედარი ერთ-ერთ სკვერში იპოვეს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმირებულია იტალიაში საქართველოს საელჩო და საკონსულო. უწყებაში განმარტავენ, რომ მოკლულის ოჯახი იტალიაში საქართველოს საკონსულოში დღეს შეიტანს შესაბამის განცხადებას და ამის შემდეგ დაიწყება გადმოსვენების პროცედურები.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტოს topnews.com.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მკვიდრია.