Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

Мшыбзиа!-შერიგება იწყება მისალმებით, რომელსაც გაცნობიერებული ბოდიში უნდა მოჰყვეს ორივე მხრიდან

თარიღი : 23-01-2017, 11:29 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
"სკეპტიკოსებს და მათ, ვინც აფხაზების მისამართით გაგზავნილ პოზიტივს აკრიტიკებს," - ამგვარი სათაურით ავრცელებს მიმართვას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი და საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის GMTU თავმჯდომარე ლაშა მესხი.

მესხი წერს, რომ შერიგება მისალმებით იწყება, რომელსაც ორივე-ქართველების და ოსების მხრიდან გაცნობიერებული ბოდიში უნდა მოჰყვეს.

"სკეპტიკოსების არგუმენტია, რომ „ვისაც ჩვენ არ მოვწონვართ“ ჩვენ გამარჯობას არ ვეტყვით... მესმის რთულია, მაგრამ - აუცილებელია. ბევრი წელი გავიდა იმისთვის, რომ ორივე მხარემ გააცნობიეროს და აღიაროს საკუთარი შეცდომები ამ კონფლიქტში. რომელი იქნება პირველი და მეორე ამ პროცესში ეს მეორე ხარისხოვანია. მთავარია პროცესი დაიძრას და ვფიქრობ „ვისაც არ ვევასებით არ ვეუბნებით გამარჯობამ“ ეს მოძრაობა არ უნდა შეაჩეროს. ამგვარმა და უფრო ცინიკურმა მიდგომებმა მიგყივყვანა თავის დროზე ჩიხში.

#Мшыбзиа! - იმიტომ, რომ მე მინდა ცვლილებები და გულწრფელად მზად ვარ მივიღო ეს ადამიანები ჩვენს სოციუმში, რომლის ისტორიული ნაწილიც არიან. მგონი, მათსავე ინტერესშია მიიღონ განათლება, იმკურნალონ, ივაჭრონ ჩვენთან. იმიტომ, რომ აქ უკეთესია. აქ რუსული ჩექმის სუნი დიდი ხანია არაა და არასდროს აღარ იქნება! რუსული ჩექმის გამო „ვერ გვიტანენ“ და სკოლებში ბავშვებს გამოგონილ ისტორიებს ასმენინებენ- „მტერ“ და „მხეც“ ქართველებზე.

#Мшыбзиа იმიტომ, რომ ვფიქრობ ქვეყნის გაერთიანება მხოლოდ ტერიტორები და მიწა არაა, ქვეყანა მაშინ გაერთიანდება, როცა აქ მცხოვრები ადამიანები საერთო შეთანხმებასა და შერიგებას მიაღწევენ.

შერიგება იწყება მისალმებით, რომელსაც გაცნობიერებული ბოდიში უნდა მოჰყვეს ორივე მხრიდან. და ბოდიშამდე გამარჯობის გარეშე ვერ მივალთ...
Мшыбзиа!

და უფრო მეტიც - Сара бара бзия/бзой...," - წერს მესხი.


ნანახია: 1456-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მისივე თქმით, ის პრეზიდენტად მოდის იმისთვის, რომ რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან ხელახლა და სამუდამოდ გაიყვანოს.
"ქართული ოცნების" დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე გიორგი ვაშაძის "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლას ეხმაურება.
აქციის ორგანიზატორი ჟურნალისტი და ბლოგერი ლაშა მესხი იყო.

ამინდი