Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მივმართავ ქუთაისის მაჟორიტარებს და ქალაქის საკრებულოს უმრავლესობის ყველა წევრს'

თარიღი : 23-01-2017, 11:11 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მსოფლიო ჩემპიონი და წიგნის- "არჩევნების ანატომიის" ავტორი ბესო მიქელთაძე დეპუტატებს მიმართავს. მიქელთაძე მათ პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხთან დაკავშირებით თავიანთი პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდებს.

"როგორც რიგითი ქუთაისელი, ღია წერილით მივმართავ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატებს: ბატონებს- კობა ნარჩემაშვილს, დიმიტრი მხეიძეს, გენადი მარგველაშვილს, ასევე ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის უკლებლივ ყველა დეპუტატს. ბატონებო! უმორჩილესად გთხოვთ, უკლებლივ ყველამ საჯაროდ დააფიქსიროთ საკუთარი აზრი, თარხან მოურავის "პატრიოტთა ალიანსის" ავანტიურისტი დეპუტატის ქალბატონ ადა მარშანიას სამარცხვინო განცხადებაზე, ქუთაისზე როგორც ქალაქზე, მისთვის დედაქალაქის ფუნქციის შესაძლო ჩამორთმევასთან დაკავშირებით. იმედს ვიტოვებ თქვენი საჯარო პოზიცია ჩვენი ქალაქის სიყვარულია," - ამბობს მიქელთაძე.

როგორც მარშანიამ აღნიშნა, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის წინააღმდეგი არავინაა და ეს მოხდება მაშინ, როდესაც პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებებს მიიღებს.

”ცხადია, შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და გადმოვა აქ. ეს მოხდება მაშინ, როცა მივიღებთ კონსტიტუციას. თავად პროექტში, რომელსაც დღეს ვიხილავთ ასეთი ჩანაწერი არის და პარლამენტის თბილისში გადმოტანის წინააღმდეგი არავინ იყო”, - განაცხადა ადა მარშანიამ.


ნანახია: 2457-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ ფრაქცია 'საქართველოს პატრიოტების' წევრმა ადა მარშანიამ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და
ფრაქცია 'საქართველოს პატრიოტების' წევრის ადა მარშანიას იმ განცხადებას, რომლის თანახმად, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ,
მიქელთაძე ამბობს, რომ ეწინააღმდეგება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადატანას
მსოფლიო ჩემპიონმა ბესიკ მიქელთაძემ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან შიმშილობა დაიწყო.
მსოფლიო ჩემპიონი და წიგნის-"არჩევნების ანატომიის' ავტორი ბესო მიქელთაძე უნივერსიტეტების რეიტინგის შესახებ წერს.
ქუთაისის ერთ-ერთი მაჟორიტარის, გენადი მარგველაშვილის პოზიცია პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით.

ამინდი