ნაგავსაყრელი აგვისტოს ომის გმირების მემორიალთან
თარიღი : 4-12-2013, 18:17 | კატეგორია: საზოგადოება, მთავარი თემა

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის ლევან კოხრეიძის მამა, მწვანეყვავილას პანთეონის მთავარანგელოზის ტაძრის მომძღვარი მამა რევაზ კოხრეიძე ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალთან ნაგვის კონტეინერების არსებობას მათ შეურაცხყოფად თვლის.
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფოლკლორის სასახლესთან, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალთან ნაგვის კონტეინერებია განთავსებული.
მამა რევაზ კოხრეიძის თქმით, მან მემორიალიდან ნაგვის ყუთების გადატანის თხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, თუმცა ყუთები მხოლოდ ერთი დღით, 8 აგვისტოს აიღეს.
ქუთაისის ერთ–ერთი ვიცე–მერის ნიკო კაჭკაჭიშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა ნაგვის კონტეინერები მემორიალთან იქ მაცხოვრებელმა მოსახლეობამ მიიტაან, რადგან როგორც კაჭკაჭიშვილი განმარტავს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მემორიალს კონტეინერები ერთხელ უკვე მოაშორა.
„ მაგის გადაგორება–გადმოგორება პრობლემა არ არის. მე დაველაპარაკები სამსახურს და თუ იმათ გადმოიტანეს, ადგილს შეუცვლიან, მაგრამ ნაგვის კონტეინერები თუ ისევ მემორიალთან აღმოჩნდება, მაშინ მოსახლეობა აკეთებს ამას და მათთან დასალაპარაკებელი იქნება,“ – ამბობს ნიკო კაჭკაჭიშვილი.