Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დევნილთა სამინისტრო ჭიათურაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს სახლებს შეუსყიდის

თარიღი : 21-01-2017, 12:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილტა სამინისტრო ჭიათურაში, სანატორიუმის შენობაში მცხოვრები 8 დევნილი ოჯახისთვის, კერძო კომპანიის თანადაფინანსებით, საცხოვრებელ სახლებს შეისყიდის.

დევნილთა და განსახელების მინისტრი სოზარ სუბარი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე, გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები აღნიშნულ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ჭიათურაში, გაგარინის ქ. #1–ში მდებარე ყოფილი სანატორიუმის შენობა, სადაც დევნილი ოჯახები მძიმე პირობებში ცხოვრობენ ,,ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნულ ობიექტზე კომპანია ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შესაბამისად, დღის წესრიგში დევნილების გაყვანის და მათი შემდგომი გრძელვადიანი განსახლების საკითხი დადგა. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სამინისტრო დევნილ ოჯახებს ,,სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სულადობის გათვალისწინებით სახლებს შეუსყიდის. თავის მხრივ, კერძო კომპანიაც გამოყოფს გარკვეულ თანხას დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით.


ნანახია: 1629-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრინა სოზარ სუბარმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ
მინისტრის თქმით, ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს ეტაპობრივად მიიღებს.
სოზარ სუბარმა მათ საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.
ქუთაისში, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბენატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში მენაშენეებისაგან

ამინდი