Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"რაც არ უნდა გვჯეროდეს ჩვენი შესაძლებლობების, ფიზიკის კანონებს და უბრალო შემთხვევითობას ყოველთვის ვერ გამოვთვლით"

თარიღი : 20-01-2017, 20:05 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის ავტოავარიების სტატისტიკის მიხედვით, რეგისტრირებული საგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი.

ამავე სტატისტიკით, 2015 წელთან შედარებით, საგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით, დაღუპულთა რიცხვი შემცირდა 3%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით არის გაზრდილი. 2015 წელთან შედარებით საგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა თბილისშიც 9%-ით, დაღუპულთა რიცხვი ასევე 9%-ით არის გაზრდილი.

2016 წელს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 154 ქვეითი დაიღუპა, 2159 კი, დაშავდა. თბილისში გასულ წელს 59 ქვეითი დაიღუპა, 1410 კი დაშავდა. 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, დაღუპულ ქვეითთა მაჩვენებელი თბილისში 4%-ით არის გაზრდილი.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვაა.


როგორც ირკვევა, სტატისტიკა არ მოქმედებს არც მძღოლებსა და არც ქვეითად მოსიარულეებზე, რადგან ვითარება ყოველწლიურად უფრო მძიმდება. რა უნდა გაკეთდეს ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან არსებული რეალობის შესაცვლელად? საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge თემაზე ავტომოყვარულთა კლუბების წარმომადგენლებს ესაუბრა.

"BMW Club Georgia"-ს პიარ მენეჯერი დავით კუხიანიძე თვლის, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკვე გადაიდგა ნაბიჯები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. შემდეგ ნაბიჯად კუხიანიძე ტექნიკური დათვალიერების შემოღებას თვლის.

„რასაც მე პირადად ვემხრობი. ძირითადად სიკვდილიანობის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა. დანარჩენ დარღვევებზე სიკვდილიანობის პროცენტულობა ნაკლებია. ორი სიტყვა-"გადაჭარბებული სიჩქარე"! ამ ორი სიტყვის შიში უნდა ჩაინერგოს ხალხში. ნებისმიერი გზით. ეს ორი სიტყვაა, რაც ამ სტატისტიკას ქმნის,“ - აცხადებს დავით კუხიანიძე.

მისივე თქმით, უკეთესი იქნება თუ მძღოლები სიჩქარეს და ადრენალინს ავტოდრომზე გამოცდიან ქალაქის ქუჩების ნაცვლად.

„დარწმუნებული ვარ, ყველას აქვს მომენტი, როცა სიჩქარეს და ადრენალინს უბრალოდ ორგანიზმი გთხოვს. ჩემი აზრით, ჯობია ეს ადრენალინი ავტოდრომზე ან სადმე უსაფრთხო ადგილზე მივიღოთ, ვიდრე ქალაქის ქუჩებში. სამწუხაროდ, მეც გამომიცდია ეს ყველაფერი, თან ძალიან სწრაფი ავტომობილებით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რაც არ უნდა გვჯეროდეს ჩვენი შესაძლებლობების, ფიზიკის კანონებს და უბრალო შემთხვევითობას ყოველთვის ვერ გამოვთვლით,“ - ამბობს დავით კუხიანიძე.

ავტო-მოტო კლუბ „იმერეთის“ ხელმძღვანელი ნიკა სვანიძე თვლის, რომ ადამიანმა, რომელიც საჭეს მართავს, მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს.

„ჯარიმების გამკაცრებაზე მეტად კანონდებლობის გამკაცრება უფრო შედეგიანი იქნება. მაგალითად, ნასვამი მძღოლისთვის მართვის უფლების ჩამორთმევა 6 თვით ხდება, უამრავი ე.წ. „ლიშენია“ იწერება ყოველდღიურად, თუმცა ნასვამი მძღოლები საჭესთან მაინც ჯდებიან. ჩემი აზრით, ასევე აუცილებელია სახელმწიფომ გაამკაცროს მართვის მოწმობის აღება,“ - ამბობს ნიკა სვანიძე.


ნანახია: 3025-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში 6432 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს, იანვარ-მარტში ქვეითების დაღუპვის შემთხვევები საქართველოში 6,67%-ით, თბილისში კი
2018 წელს 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 459 ადამიანი დაიღუპა, 9 047 კი დაშავდა
მას შემდეგ, რაც ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმები განახევრდა, ქვეყანაში, განსაკუთრებით

ამინდი