Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე 'ნაციონალები' ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევენ

თარიღი : 20-01-2017, 18:14 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტურად დატოვეს, - აღნიშნული გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე მიიღეს, სადაც პარტიის წევრებმა რეზოლუციის შესაბამის პროექტს კენჭი უყარეს.

რეზოლუციის პროექტის ტექსტი ყრილობის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გააცნო.

„ვინაიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელი და ლიდერი, რომელმაც ქართველ ხალხთან ერთად ახალ ქართულ სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი, ვინაიდან ის ივანიშვილის რეჟიმის მიერ დევნილია, მას პოლიტიკური მოტივით საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა და თავად არასდროს უთქვამს უარი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე, ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვადგენთ: არ მოხდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საშუალება საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში სრულყოფილად ჩართვის“, - განაცხადა წიკლაურმა, რომელმაც რეზოლუციის ტექსტი წაიკითხა.

ამის შემდეგ ყრილობის მონაწილეებმა აღნიშნულ რეზოლუციის პროექტს კენჭი უყარეს. ყრილობის წამყვანის, „ნაციონლური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, რეზოლუციას მხარი ყრილობის მონაწილეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა.

ცნობისთვის, აღნიშნულ ყრილობას ქუთაისიდან 400 ადამიანი შეუერთდა.


ნანახია: 1622-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნარსიას თქმით, წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისში ყრილობაზე ქუთაისიდან ყველაზე დიდი წარმომადგენლობა იქნება.
დარეგისტრირებული 695 დელეგატიდან 565-მა დელეგატმა მხარი გია თევდორაძეს დაუჭირა.
პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების თქმით, მათ ამ ფორმით პოლიციას თანადგომა გამოუცხადეს.