Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'წყალი არ არის სოფელში, რომ ელემენტარულ ჰიგიენურ მდგომარეობას მიხედოს ადამიანმა,'- სოფელი ითხვისი დახმარებას ითხოვს

თარიღი : 20-01-2017, 18:00 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას და სოფლის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვს.

სოფელ ითხვისის მოსახლეობის სახელით საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ლია მეგრელიშვილი დაუკავშირდა.

„თითქმის დაცლილია მთელი სოფელი. გაზი შესაყვანია და წყალი არ არის, რომ ელემენტარული ჰიგიენურ მდგომარეობას მიხედოს ადამიანმა. ჭებში წყალი არ არის, ამიტომ ონკანის წყალია შესაყვანი. კარგი იქნებოდა მაღაზიაც ჰქონდეს სოფელს, რომ პური, საკვები იყიდო და რაიონში არ მოგიწიოს წასვლამ. სოფელში სკოლაც მისახედია და კარგი იქნებოდა საბავშვო ბაღი იყოს. მოსახლეობა მადლობელი იქნება თუ წყლის და ბუნებრივი აირის პრობლემა მოუგვარდება. ისიც მაინტერესებს, სოფელს მაღალმთიანის სტატუსს არ მიაკუთვნებენ? კლდის თავზე ცხოვრობს ხალხი და მაღაროსგან სულ დანგრეულია. თუ ეს სტატუსი ექნება, მოსახლეობა შეღავათებით ისარგებლებს,“ - ამბობს ლია მეგრელიშვილი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ შესაბამის ორგანოებში წარდგენილია შუამდგომლობა სოფელ ითხვისისათვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება წყლის პრობლემას, გამგეობაში ამბობენ, რომ პრობლემის გადაწყვეტა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტით იგეგმება.

რაც შეეხება გაზიფიცირებას, „სოკარ ჯორჯია გაზის" ჭიათურის სერვის-ცენტრის ინფორმაციით, 2016 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო ქალაქის პერიფერიული ზონებისა და 4 სოფლის-შუქრუთის, პერევისის, ითხვისისა და კალაურის გაზიფიცირება.

მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებასთან დაკავშირებით ჭიათურის ახალი გამგებელი ზურაბ კუპატაძე აცხადებს, რომ გაფიფიცირება შეუქცევად ხასიათს მიიღებს და ბუნებრივი აირი ჭიათურის ყველა ნაწილს ექნება.

ცნობისთვის, სოფელი ითხვისი მდებარეობს ითხვისის ზეგანზე. ზღვის დონიდან 720 მეტრი. ჭიათურიდან 16 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2846 კაცი. სოფელში არის მანგანუმის საბადო. სოფელში აღმოჩენილია ადრე ბრინჯაოს ხანის დასახლება "ჩილათი".


ნანახია: 2943-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საჩხერის გზატკეცილის ნომერ 6, 20 და 24 კორპუსების მცხოვრებლებმა ბუნებრივი აირი მიიღეს. გაზი სულ 30 აბონენტმა მიიღო.
მეზობელ სოფლებს შორის, საყულია ერთადერთი სოფელია, რომელსაც ბუნებრივი აირი არ აქვს.
ამ სოფელში ვინმე რომ დააცემინებს, სიცოცხლის ნაცვლად, ერთმანეთს ერთი ვედრო წყალიო, ასე ვეუბნებით.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩომახეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ამინდი