Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის გასაგრძელებლად კლინიკებს შეამოწმებენ

თარიღი : 20-01-2017, 14:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, წინასწარი მონაცემებით, 10 კლინიკა გამოეთიშება. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ახალი რეფორმის ძირითადი მიმართულებები თებერვლიდან განხორციელდება, დანარჩენი კი ეტაპობრივად მთელი წლის განმავლობაში.

"სამი მთავარი საყრდენი არის ფასი, ხელმისაწვდომობა და ხარისხი. პირველ ეტაპზე ძალიან წარმატებით შესრულადა და ეს მოხდა ერთ ფაქტორზე ზემოქმედებით - ხელმისაწვდომობაზე.
თუ დანარჩენ ორზე - ხარისხსა და ფასზე არ ვიმოქმედებთ რეფორმა აღმოჩნდება ცალმხრივი. ეს ყველაზე რთულად გასატარებელი რეფორმაა, ერთ წელზე მეტი დასჭირდა მის მომზადებას, დღეს უკვე მზად ვართ კლინიკების მმართველებს გავაცნოთ მეორე ტალღის რეფორმის ძირითადი მიმართულებები, წინასწარი მონაცემებით, მაქსიმუმ 10 კლინიკა იქნება, მცირე კალიბრის კლინიკები", - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე განცხადებით, მონაცემები კლინიკებთან დაკავშირებით საჯარო იქნება იმ შემთხვევაში თუ მათ თავად ექნებათ სურვილი.

Topnews.com.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ყველა კლინიკა თანაბარ პირობებში იქნება და ხელშეკრულება მასთან გაფორმდება, რომელიც სტანდარტს დააკმაყოფილებს.

„თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ჩატარდება მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგების მიხედვით მოხდება ყველა კლინიკასთან ახალი ხელშეკრულებების გაფორმება,“ - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.


ნანახია: 1432-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტრო მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან ითანამშრომლებს, რომლებიც
"არსებულ ვითარებაში კი პროგრამით შეძლებულები უფრო სარგებლობენ, ყველაზე გაჭირვებულ მოქალაქეებს კი წამლის შეძენაც კი არ შეუძლიათ".
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება.
გასული წლის პირველი მარტიდან დღემდე 17-მდე სამშობიარო დაწესებულება საკეისრო კვეთების რაოდენობის ზრდის გამო დაჯარიმდა, 5 კი -
მინისტრის მოადგილემ ექიმებს სამინისტროს მიერ დაგეგმილი სამომავლო გეგმებიც გააცნო.

ამინდი